"ჩემმა შვილებმა უმი ვეგანობა თავად გადაწყვიტეს... ვეუბნები, რომ ხორცის ჭამა საშინელებაა" - როგორ გახდა სალომე კალანდაძე ვეგანი და რას პასუხობს კრიტიკოსებს? | Allnews.Ge

"ჩემმა შვილებმა უმი ვეგანობა თავად გადაწყვიტეს... ვეუბნები, რომ ხორცის ჭამა საშინელებაა" - როგორ გახდა სალომე კალანდაძე ვეგანი და რას პასუხობს კრიტიკოსებს?

სა­ლო­მე კა­ლან­და­ძე "მას­ტერ­შე­ფის" ერ­თა­დერ­თი უმი ვე­გა­ნი მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ. ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლურ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე - უმი ვე­გა­ნიზ­მი ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათი ნა­წი­ლი ამას სა­ლო­მეს მი­მართ აგ­რე­სი­ით, და­ცინ­ვით, ლან­ძღვა-გი­ნე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და... გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ლო­მეს პი­როვ­ნე­ბა და უმი ვე­გა­ნიზ­მის თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკეთ გაგ­ვეც­ნო...

სა­ლო­მე კა­ლან­და­ძე პრო­ფე­სი­ით ად­ვო­კა­ტი გახ­ლავთ. სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მით (სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით) დღე­საც და­კა­ვე­ბუ­ლია. ასე­ვე, უძღვე­ბა კვე­ბის ობი­ექტს, რო­მელ­შიც მხო­ლოდ უმ ვე­გა­ნურ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ...

- ვე­გა­ნიზ­მი ცხო­ვე­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რას ნიშ­ნავს უმი ვე­გა­ნიზ­მი?

- ეს კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ კერ­ძე­ბი დე­და­მი­წის რე­სურ­სე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზად­დეს. საკ­ვე­ბის თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბა მხო­ლოდ 40-45 გრა­დუ­სამ­დეა და­საშ­ვე­ბი, რად­გან ესაა ერ­თა­დერ­თი გზა, რომ საკ­ვებ­მა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ანუ ჩვენ საკ­ვებს არ ვწვავთ, არ ვხარ­შავთ, არ ვა­ცხობთ... 4 ტექ­ნო­ლო­გი­ას ვი­ყე­ნებთ: გა­მოშ­რო­ბა (დე­ჰიდ­რა­ცია), გა­ღი­ვე­ბა, "ფრი­ზინ­გი" (შო­კუ­რი გა­ყინ­ვის მე­თო­დი) და ფერ­მენ­ტა­ცია. ბოსტნე­ულ­სა თუ ხილს 45 გრა­დუს­ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე თუ ვხარ­შავთ, იგი სა­სი­ცო­ცხლო თვი­სე­ბებს კარ­გავს. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მე­ო­რედ გა­და­მუ­შა­ვე­ბა ძლი­ე­რი სტრე­სია - დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფერ­მენ­ტებს ხარ­ჯავს, რომ თუნ­დაც მცე­ნა­რე­უ­ლი კერ­ძი გა­და­ა­მუ­შა­ოს. უმი ვე­გა­ნუ­რი კერ­ძე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­ზ­ქუ­რა არ გვჭირ­დე­ბა. უმი ვე­გა­ნიზ­მი სა­უ­კე­თე­სო გზაა, რომ არც სა­კუ­თარ თავს მი­ვა­ყე­ნოთ ზი­ა­ნი, არც - დე­და­მი­წას და არც - დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რებ სხვა ცო­ცხალ არ­სე­ბებს. როცა ასე იკ­ვე­ბე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, საკ­ვე­ბი ხდე­ბა შენი მკურ­ნა­ლი - მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ აღარ დგას, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ასე­ვე, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი იწყე­ბა, რომ მჯე­რა, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­კო­ნი­უ­რი გზაა სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­ის შე­საქ­მნე­ლად.

336886951-635243308442761-2217233557963862887-n-36926-1685513856.jpg

- რა სა­ოც­რე­ბებს გუ­ლის­ხმობთ?

- რაც უნდა ბევ­რი გე­სა­უბ­როთ, თუ რო­გო­რი სა­ო­ცა­რი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გე­ლო­დეთ, თა­ვად თუ არ გა­მოც­დით, ეს მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი იქ­ნე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, უმი ვე­გა­ნი და­ა­ვად­დე ან­თე­ბით, გა­ცი­ე­ბით, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი გა­წუ­ხებ­დეს... ყვე­ლა ორ­გა­ნო იწ­მინ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა, ანუ იმუ­ნი­ტე­ტი ხე­ლოვ­ნუ­რი მი­ნი­მუ­მი­დან ბუ­ნებ­რივ ნორ­მამ­დე იზ­რდე­ბა - შე­გიძ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­კა­ჟე­ბის გა­რე­შე, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, თოვლში 3 სა­ა­თი იწვე, -18 გრა­დუს ყინ­ვა­ში და არა­ფე­რი და­გე­მარ­თოს. პი­რა­დად მე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცინ­გლი­ა­ნი ვი­ყა­ვი (იცი­ნის). ყელ-ყურ-ცხვი­რის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჩემი მუდ­მი­ვი თან­მდე­ვი იყო. ეს პრობ­ლე­მე­ბი უბ­რა­ლოდ, გაქ­რა...

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ორ­გა­ნიზ­მის­თვის გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა დიდი სტრე­სია: რო­დე­საც ვე­ღარ ამუ­შა­ვებს, შლა­კე­ბის სა­ხით "ჯდე­ბა". უმი ვე­გა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ შლა­კე­ბის, შხა­მე­ბის დაშ­ლა, გაწ­მენ­და, ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნა ხდე­ბა, როცა "ცო­ცხალ" საკ­ვებს ვი­ღებთ... სა­ერ­თოდ, ამ ტი­პის კვე­ბა­ზე იმი­ტომ დავ­ფიქ­რდი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი უამ­რა­ვი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბა. დღე­ვან­დე­ლი კვლე­ვე­ბით, ყო­ველ მე­ო­რეს აქვს დი­ა­ბე­ტის ნიშ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სიმ­სივ­ნე, მენსტრუ­ა­ცი­ის დროს ტკი­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა - დეპ­რე­სია, ნევ­რო­ზი... თვე­ე­ბის ბავ­შვებ­საც კი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბათ, რა­საც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რძის პრო­დუქ­ტი იწ­ვევს...

ადა­მი­ა­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ბედ­ნი­ე­რად, ჰარ­მო­ნი­უ­ლად ვიგ­რძნოთ თავი, მაგ­რამ როცა ჯან­მრთე­ლე­ბი არ ვართ, თავს ბედ­ნი­ე­რად ვერ ვგრძნობთ, და­სა­ხულ მიზ­ნებს ვერ ვაღ­წევთ... პი­რა­დად მე, რაც უმი ვე­გა­ნი ვარ, უფრო მე­ტად ენერ­გი­უ­ლი გავ­ხდი. მა­გა­ლი­თად, ხორ­ცის ჭამა სარ­გე­ბელს კი გვაძ­ლევს, მაგ­რამ იმა­ზე მეტს გვარ­თმევს, ანუ თუკი 2 კი­ლო­ჯო­ულ ენერ­გი­ას მაძ­ლევს, 14 კი­ლო­ჯო­უ­ლი მჭირ­დე­ბა, რომ გა­და­ვა­მუ­შაო...

ხომ გვინ­და, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლამ შე­ვიგ­რძნოთ და დავ­ტკბეთ? ამ­დე­ნი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ამა­ში ხელს გვიშ­ლის... ცო­ტა­თი გი­ჟუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი უმ ვე­გა­ნურ კვე­ბა­ზე რომ ვი­ყოთ, დე­და­მი­წა­ზე შიმ­ში­ლო­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ ვე­გა­ნურ კვე­ბა­ზეც რომ გა­და­ვიდ­ნენ, დე­და­მი­წის რე­სურ­სე­ბის 90% და­ი­ზო­გე­ბა... იხილეთ სრულად

myquiz