რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ | Allnews.Ge

რას ამბობს დიანა ღურწკაიას ვაჟი მამის გარდაცვალების შემდეგ

მე­ო­რე დღეა, რაც რუ­სუ­ლი მე­დია, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას მე­უღ­ლის პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. იგი გარ­და­იც­ვა­ლა კუ­ბა­დან მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­დე­ბის დროს, თვითმფრი­ნავ­ში. "46 წლის პიტ­რის სიკ­ვდილ­მა გა­აკ­ვირ­ვა ყვე­ლა, ვინც მას იცობ­და", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა მის­მა მე­უღ­ლემ და ახ­ლობ­ლებ­მა მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც მომ­ღერ­ლის სახ­ლში შე­იკ­რიბ­ნენ და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ღურწკა­ი­ას მხარს უჭე­რენ და თა­ნა­უგ­რძნო­ბენ.

"დი­ა­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს. ტე­ლე­ფონ­ზე მის­მა მის­მა ძმამ რო­ბერ­ტმა გვი­პა­სუ­ხა, რო­მელ­მაც გვი­თხრა "და­ვი­ღუ­პეთ“. შემ­დეგ კი გა­ვი­გე დი­ა­ნას ტი­რი­ლის ხმა. მას გული ძა­ლი­ან სტკი­ვა“, - ამ­ბობს, მე­დი­ას­თან ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

"მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო ": დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას და პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს ვაჟი ბო­როტ კო­მენ­ტა­რებ­ზე სა­უბ­რობს“, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს thevoicemag.ru მო­რიგ სტა­ტი­ას, სა­დაც მომ­ღერ­ლის ვა­ჟის კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობთ.

diana-68216-1684820891.jpg

დი­ა­ნა ღურწკა­ია შვილ­თან ერ­თად

”მინ­და გი­თხრათ არც თუ ისე კარ­გი ამ­ბა­ვი ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. 20 მა­ისს მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, ვინც მომ­წე­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. Მე მიყ­ვარს ყვე­ლა. და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და უთხა­რით, რომ გიყ­ვართ. და­ა­ფა­სეთ მათ­თან ერ­თად ყო­ვე­ლი წამი, ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კი რამ არის. არა­ვინ იცის, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა დი­ა­ნა ღურწკა­ი­ა­სა და პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის, კონ­ტან­ტი­ნეს სი­ტყვებს.

ბიჭი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე მიჩ­ვე­უ­ლი იყო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და დე­დას ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და. კონ­სტან­ტი­ნემ წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა. ის ხში­რად თან ახ­ლავს დე­დას ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. ახლა მო­ზარ­დი დი­ა­ნას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს შო­უ­ში "ორი ვარ­სკვლა­ვი“.

რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ვაჟი თა­ვის ბლოგ­ში წერს, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში მა­მის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი სტა­ტი­ე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ი­კი­თხა. იხილეთ სრულად

myquiz