25-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, დახმარება ესაჭიროება - "ადამიანების თანადგომის იმედად ვართ..." | Allnews.Ge

25-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, დახმარება ესაჭიროება - "ადამიანების თანადგომის იმედად ვართ..."

ადა­მი­ა­ნი, ვის­ზეც ახლა ვწერ, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის - ნანა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რია, ძმის მე­უღ­ლე. ამ ახალ­გაზ­რდა ქალს - ნანა ხა­ბა­ზიშ­ვილს სა­ში­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა 3 წლის წინ, 47 წლის ასაკ­ში და­უდ­გინ­და. მახ­სოვს მა­შინ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა - ნა­ნამ მი­ამ­ბო, რომ ერთ დღეს მის­მა რძალ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო - ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა. სას­წრა­ფოდ ჩა­უ­ტა­რეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და თა­ვის ტვინ­ში მე-4 სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. წვრილ-წვრი­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბი, თურ­მე, მთელ სხე­ულ­ში იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი. ოჯა­ხის­თვის ელდა იყო ეს ამ­ბა­ვი.

მა­შინ მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ოჯახ­მა ნა­ნას საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რა და იმ ეტაპ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა ფი­ნან­სე­ბის გამო გან­მე­ო­რე­ბი­თი იმუ­ნო­თე­რა­პი­ას ვე­ღარ გაწ­ვდნენ. სამ­წუ­ხა­როდ, სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ 3 წელი გა­ვი­და და ნანა დღეს კი­დევ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - მე­ტას­ტა­ზე­ბი მთელ ორ­გა­ნიზ­მში გავ­რცელ­და, ოჯახს კი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

ახალ­გაზ­რდა ქალს შინ ინ­სულტგა­და­ტა­ნი­ლი მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს, მაგ­რამ შრო­მის უუ­ნა­რო დარ­ჩა და ორი სტუ­დენ­ტი შვი­ლი ჰყავს - ნინი და გი­ორ­გი. თა­ვად თბი­ლი­სის 35-ე ბაგა-ბა­ღის პე­და­გო­გია, 25-წლი­ა­ნი სტა­ჟით, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, მუ­დამ გუ­ლის­ხმი­ე­რი, სი­კე­თით სავ­სე და სი­ცო­ცხლის, ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ... მისი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი ვე­რაფ­რით გაწ­ვდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ახლა და­უ­ნიშ­ნეს ექი­მებ­მა.

დაწ­ვრი­ლე­ბით ნა­ნას და­ა­ვა­დე­ბა­სა და დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე მისი მე­უღ­ლის და - ნანა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- 3 წლის წინ, უე­ცა­რი ამ­ნე­ზი­ი­დან და დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ნას და­ვუ­წყეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, მე­ტას­ტა­ზე­ბის უჯრე­დის შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად. ამის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა მკურ­ნა­ლო­ბა - სხი­ვუ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის 10 კურ­სი. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იყო იმუ­ნო­თე­რა­პი­ის 7 კურ­სი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მე­ტას­ტა­ზე­ბის დიდი ნა­წი­ლი გაქ­რა, ნა­წი­ლი კი - და­პა­ტა­რავ­და. ცხა­დია, მკურ­ნა­ლო­ბის ორი­ვე კურ­სი ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბო­და, თან­ხა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ონ­კო­ა­ვად­მყო­ფე­ბის­თვის აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი, ვე­რაფ­რით გაწ­ვდე­ბო­და ნა­ნას მკურ­ნა­ლო­ბას (სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის და­ნიშ­ნუ­ლი კურ­სი 10 ათა­სი ლარი ჯდე­ბო­და, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ერთი კურ­სი კი - 7000 ლარი). სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ პე­რი­ოდ­ში ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­წუ­ხე­ბის მოგ­ვე­რი­და, ძა­ლი­ან გვე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით, ის ეტა­პი დავძლი­ეთ და ამის­თვის თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვართ, თუმ­ცა... ონ­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ით, იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ უსახ­სრო­ბოს გამო ამას ვე­ღარ გავ­წვდით. სა­უ­ბე­დუ­როდ, სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ დღეს ნა­ნას უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს.

nana-60800-1679375426.jpg

- ვიცი, რომ ნანა ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი გო­გოა, იმე­დი­ა­ნი, იო­ლად რომ ვე­რა­ფე­რი გა­ტე­ხავს...

- ნე­ტავ, იცო­დე, მარ­თლა რო­გორ იბ­რძო­ლა პირ­ველ ეტაპ­ზე, ერთი წუ­თი­თაც არ და­უ­კარ­გავს იმე­დი და პი­რი­ქით - აქეთ, ჩვენ გვამ­ხნე­ვებ­და. ბევ­რს აქვს გა­მოც­დი­ლი, რა მწა­რეა, რო­დე­საც უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ანს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხე­დავ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია შვი­ლე­ბის­თვის, ჩემი ძმის­თვის, რო­მელ­საც არაფ­რით შე­უძ­ლია საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის დახ­მა­რე­ბა. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სის შემ­დეგ თმა რომ დასცვივ­და და პა­რი­კი შე­ვუ­ძი­ნეთ, ვერც შე­ამ­ჩნევ­დი, გა­ნიც­დი­და თუ არა. სამ­სა­ხურ­შიც გა­ვი­და, რად­გან იცო­და, ბავ­შვე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბოდ­ნენ. ვფიქ­რობ, ბა­ღის ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვად ნა­ნას­თვი­საც დიდი სტი­მუ­ლი იყო, და­ა­ვა­დე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ჩვე­ნი ოპ­ტი­მის­ტი გოგო თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­საც ისე გვამ­შვი­დებ­და, უფ­ლე­ბაც არ გვქონ­და, ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი, დარ­დი ან ცრემ­ლი დაგ­ვე­ნახ­ვე­ბი­ნა მის­თვის და ემო­ცი­უ­რად დაგ­ვემ­ძი­მე­ბი­ნა. მაგ­რამ მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და... რა ვქნა? სულ მისი გო­გო­ნას, ნი­ნის ხმა ჩა­მეს­მის, ნანა ძა­ლი­ან მძი­მედ რომ იყო და შე­ში­ნე­ბუ­ლი ეკი­თხე­ბო­და, დედა, ხომ არ მოკ­ვდე­ბიო?

- კვლავ რო­დის დამ­ძიმ­და ნა­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ფილ­ტვში ზე­დი­ზედ უდ­გე­ბა წყა­ლი. ექი­მებ­მა გვი­თხრეს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბის ძა­ლი­ან გა­უ­ა­რე­სე­ბა და თა­ვის ტვინ­სა და მთელ ორ­გა­ნიზ­მში მე­ტას­ტა­ზე­ბის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ 2021 წელს ნა­ნამ ონ­კო­ლო­გის რე­კო­მენ­და­ცი­ით მკურ­ნა­ლო­ბა უსახ­სრო­ბის გამო ვერ გა­აგ­რძე­ლა. უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბით მისი სრუ­ლი დი­აგ­ნო­ზი ასე­თია: ბრონ­ქის ან ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, ინ­ფილტრა­ცი­უ­ლი სა­დი­ნა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მა, მარ­ცხე­ნა ფილ­ტვის ადე­ნო­კარ­ცი­ნო­მა, შუ­ა­საყ­რის ლა­ვი­წზე­და და ლა­ვი­წქვე­და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის, იღ­ლი­ის ლიმ­ფუ­რი კვან­ძის და­ზი­ა­ნე­ბით, თა­ვის ტვი­ნის მე­ტას­ტა­ზუ­რი და­ზი­ა­ნე­ბით! ნა­ნას სას­წრა­ფოდ, გა­და­უ­დებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა - 2 კვი­რა­ში ერთხელ უწყვე­ტად იმუ­ნო­თე­რა­პია 1200 მგ-იანი მე­დი­კა­მენტ ტე­ცენ­ტრი­კით (TECENTRIQ ), რომ­ლის ერთი ამ­პუ­ლა 7000 ლარი ღირს, 10 თვის მან­ძილ­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ ამ მე­დი­კა­მენ­ტის­თვის 70 000 ლარი გვე­სა­ჭი­რე­ო­ბა. ცალ­კე სა­კი­თხია მე­ტას­ტა­ზე­ბის სწრა­ფი გამ­რავ­ლე­ბის გამო თა­ვის ტვი­ნის სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, გზა­დაგ­ზა სა­კონ­ტრო­ლო ანა­ლი­ზებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა...

და­ზღვე­ვის თან­ხა ამოგ­ვე­წუ­რა და ახლა მხო­ლოდ უფ­ლის და თქვე­ნი - ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მის იმე­დად ვართ - ვი­საც რო­გორ და რამ­დე­ნიც შე­გეძ­ლე­ბათ, რად­გან ნა­ნას სი­ცო­ცხლის­თვის რო­გორც თითო ლარს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ისე - თი­თო­ე­ულ წუთ­სა და სა­ათს! შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს ოჯახ­შიც აღ­მო­გაჩ­ნდეთ და აღარ გჭირ­დე­ბო­დეთ (ღმერ­თმა არა­ვის და­ა­ჭირ­ვოს) ნა­ნას იმუ­ნო­თე­რა­პი­ის მე­დი­კა­მენ­ტი - 1200 მგ-იანი ტე­ცენ­ტრი­კი (TECENTRIQ ). შარ­შან, მა­გა­ლი­თად, სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს აღ­მო­აჩ­ნდა 1 ამ­პუ­ლა და გვა­ჩუ­ქა. ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, უარს ვე­რა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბა­ზე ვერ ვი­ტყვით. წი­ნას­წარ ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის, ლოც­ვის­თვის!

ლა­რის ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბია: “თი-ბი-სი ბან­კი“ - GE24TB7109045068100050

მიმ­ღე­ბი: ხა­ბა­ზიშ­ვი­ლი ნანა

სს “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ - GE49BG0000000543120970

მიმ­ღე­ბი: ხა­ბა­ზიშ­ვი­ლი ნანა

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

myquiz