როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს მწერლის ქალიშვილი? | Allnews.Ge

როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს მწერლის ქალიშვილი?

ამ ცოტა ხნის წინ, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ნერ­ვუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გო­რია მწერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად? - გვე­სა­უბ­რე­ბა მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი. ის გა­და­ცე­მა "მე-17 სარ­თუ­ლის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია, სა­დაც სტუმ­რად დღეს მწე­რა­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლი­სა და გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი სას­წრა­ფომ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა

ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი:

- მამა ახლა, ვა­ჟა­ზე გუ­ლის კლი­ნი­კა­ში წევს. მთა­ვა­რია ინ­ფარ­ქტი არ არის, მაგ­რამ დღეს და­ტო­ვე­ბენ და და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. ორი დღის წინ "ტვ პირ­ველ­ზე“ იყო სტუმ­რად და ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და. იქი­დან რომ დაბ­რუნ­და, უკვე ცუ­დად იყო. ეს პე­რი­ო­დი ორი დღე სახ­ლში იწვა. დღეს "ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ცე­მა "მე-17 სარ­თულ­შიც" იმ პი­რო­ბით გა­ვუშ­ვით, რომ მხო­ლოდ წიგ­ნებ­ზე უნდა ელა­პა­რა­კა, მაგ­რამ ვერ მო­ით­მი­ნა და თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი კი­დევ ერთხელ თქვა. გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და სას­წრა­ფომ გა­და­იყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში.

- ანა­კო, უკავ­ში­რებთ მის ცუ­დად გახ­დო­მას, ბოლო დროს, მის მი­მართ აგო­რე­ბულ სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო შავ კამ­პა­ნი­ას?

- რა თქმა უნდა, ამა­ზე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. მა­მას ორ­ჯერ აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფარ­ქტი გა­და­ტა­ნი­ლი და რო­დე­საც ნერ­ვი­უ­ლობს, ცუ­დად ხდე­ბა. ახ­ლაც, რო­გორც გი­თხა­რით, პირ­და­პირ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში.

დათო ტუ­რაშ­ვილ­მა დღეს "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში და გა­ნა­ცხა­და:“მინ­და უკა­ნას­კნე­ლად გან­ვმარ­ტო... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მეა, რაც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იკად­რეს! ამა­ზე იმი­ტომ ვლა­პა­რა­კობ, რომ სხვა­საც იგი­ვე არ შე­ემ­თხვას... მე შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა შე­ვე­წი­რო ამას, ვიცი ჩემი თა­ვის ამ­ბა­ვი!“

myquiz