"მოვგუდო, თუ როგორ ვქნა?" - 26 წლის ბიჭმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა: რა ჩანაწერებს აქვეყნებს შსს? | Allnews.Ge

"მოვგუდო, თუ როგორ ვქნა?" - 26 წლის ბიჭმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა: რა ჩანაწერებს აქვეყნებს შსს?

26 წლის ბიჭ­მა 150 ათას დო­ლა­რად ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ვეყ­ნებს. უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ს. ან­გა­რე­ბით, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით გა­ნიზ­რა­ხა სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ის - 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს.-ის შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბა.

მას ამ მიზ­ნით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლის­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და 150 000 აშშ დო­ლა­რი. ა.ს.-მ პირს, რო­მელ­საც უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მისი ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა, და­უ­სა­ხე­ლა მსხვერ­პლის სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი და ინ­ტერ­ნე­ტაპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­უგ­ზავ­ნა ბე­ბი­ის ფო­ტო­სუ­რა­თი.

ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის­თვის წი­ნას­წარ გა­დას­ცა გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, ხოლო შეკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დაჰ­პირ­და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­დას. პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის, ასე­ვე, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ა.ს. და­ა­კა­ვა. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ან­გა­რე­ბით, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-109-ე მუხ­ლის „კ“ და „ნ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­საც შსს ავ­რცე­ლებს.

myquiz