რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში თებერვლიდან? | Allnews.Ge

რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში თებერვლიდან?

2023 წლიდან საქართველოში არაერთი ცვლილება ამოქმედდა. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შევა ძალაში ასევე რამდენიმე დღეში.

გთავაზობთ, იმ ცვლილებებს, რაც თებერვლიდან ამოქმედდება:

ბანკებს შორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება

ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე, რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება.

ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე - არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში - არაუმეტეს 50 ლარი.

1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება და კვლავ 60 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების რომელთა პირველადი ინსპექტირება 60 ლარია, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და.ა.შ. განმეორებითი ინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში რომელთა პირველადი ინსპექტირება 100 ლარი იყო, განმეორებითი ტექდათვალიერების ღირებულება 30 ლარი იქნება.

1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება

1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი 2022 წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. განაგრძეთ კითხვა

myquiz