იულია ტიმოშენკო სკანდალში ეხვევა - უკრაინული მედიის მტკიცებით, მან საახალწლო დღეები დუბაიში გაატარა | Allnews.Ge

იულია ტიმოშენკო სკანდალში ეხვევა - უკრაინული მედიის მტკიცებით, მან საახალწლო დღეები დუბაიში გაატარა

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს - უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა, პარ­ტია "ბატ­კივშჩი­ნას“ ლი­დერ­მა იუ­ლია ტი­მო­შენ­კომ ახა­ლი წლის დღე­ე­ბი დუ­ბა­ი­ში გა­ა­ტა­რა, ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და" ჟურ­ნა­ლის­ტის მი­ხა­ილ ტკა­ჩის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტი­მო­შენ­კო ხე­ლოვ­ნურ კუნ­ძულ პალმ-ჯუ­მე­ი­რა­ზე მდე­ბა­რე ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო "კემ­პინ­სკის" ნო­მერ­ში ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

50f43149-465cf9d3d52ef054d200cfd119ca730f-49590-1674824828.jpg

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, დუ­ბა­ი­ში ტი­მო­შენ­კო სიფრ­თხი­ლეს იჩენ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მისი და­ნახ­ვა, მა­გა­ლი­თად, სა­ნა­პი­რო­ზე, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ დამ­სვე­ნებ­ლებს უყ­ვართ დილა-სა­ღა­მოს სე­ირ­ნო­ბა.

სას­ტუმ­რო­დან გას­ვლი­სას "ბატ­კივ­ში­ნას“ ლი­დე­რი მან­ქა­ნა­ში მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომ­ზე ჯდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს 5 იან­ვარს ტი­მო­შენ­კო­სა და მისი მე­უღ­ლის გა­და­ღე­ბა სას­ტუმ­როს კერ­ძო და­ხუ­რულ სა­ნა­პი­რო­ზე.

თუმ­ცა, რო­გორც კი ტი­მო­შენ­კომ და­ი­ნა­ხა, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, სა­ნა­პი­რო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ტი­მო­შენ­კო კი­ევ­ში ხუთი დღის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

40482dd-timoshenko-telo-49645-1674824848.jpg

ტი­მო­შენ­კოს მე­უღ­ლე ალექ­სან­დრე

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კო­სი, ქა­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­თან ერ­თად, დუ­ბა­ი­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად ან სხვა არა­სა­ხელ­მწი­ფო მიზ­ნით გამ­გზავ­რე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 24 იან­ვარს გა­ნა­ცხა­და.

“არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ის შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნის ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს. ეს ეხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტებს, პრო­კუ­რო­რებს და ყვე­ლას, ვინც უნდა მუ­შა­ობ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და სა­ხელ­მწი­ფო­ში. სურთ ახლა დას­ვე­ნე­ბა - და­ის­ვე­ნე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის მიღ­მა. სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად ან სხვა არა­სა­ხელ­მწი­ფო მიზ­ნით გამ­გზავ­რე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის პრო­ცე­დუ­რა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის ისე, რომ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მი­ზე­ზი მხო­ლოდ რე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი იყოს.

myquiz