პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას და შემეცნების უნარს აუმჯობესებს | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას და შემეცნების უნარს აუმჯობესებს

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ადამიანის კვება და მისი მეხსიერებისა და შემეცნების უნარი. ასევე მარი მალაზონია ასახელებს კონკრეტულ პროდუქტებს, რომლებიც გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში გვეხმარება:

- მინდა, გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელმაც პროფესიულ საზოგადოებაში საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოიპოვა. ინფორმაცია უკავშირდება კვლევას, რომელიც რაშის სამედიცინო კოლეჯის ჯგუფმა ჩაატარა. მას ძალიან ცნობილი ექიმი, გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი და ნუტრიციოლოგი უძღვებოდა. იგი წლების განმავლობაში ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობას სწავლობდა.

განსაკუთრებით კი ინტერესდებოდა, რამდენად აისახება ადამიანების მიერ არჩეული საკვები პროდუქტები, მათ კოგნიტურ უნარ-ჩვევებზე, შემეცნების უნარსა და მეხსიერებაზე. მოგეხსენებათ, მეხსიერება სხვადასხვაგვარია და კვლევით მისი ყველა წახნაგი შეისწავლეს. კვლევა ხანგრძლივად მიმდინარეობდა და მასში დაახლოებით, 1000-მდე პირი იყო ჩართული. ზოგიერთი 7, ზოგი 14 წელიც კი მონაწილეობდა.

მას თომას ჰოლანდი ხელმძღვანელობდა და 58-დან 100 წლამდე ადამიანების შემთხვევას სწავლობდა. საკვლევი ჯგუფის საშუალო ასაკი 81 წელი იყო. როდესაც შეაფასეს, კვლევამ რა შედეგები მოიტანა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის კავშირი, რაც ადამიანების შემეცნების უნარსა და კვებას შორისაა. თომას ჰოლანდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სწორად შერჩეულმა საკვებმა პროდუქტებმა, კონკრეტული ჯგუფების გამოყენებამ ადამიანთა შემეცნების უნარი, მეხსიერებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები 32%-ით გააუმჯობესა იმ პირებთან შედარებით, ვისაც ასეთი პროდუქტები კვების რაციონში არ ჰქონდათ, ან მინიმალური რაოდენობით ჰქონდათ. იხილეთ სრულად

myquiz