როგორ შევამციროთ გაზის გადასახადი? - პრაქტიკული და მარტივი რჩევები | Allnews.Ge

როგორ შევამციროთ გაზის გადასახადი? - პრაქტიკული და მარტივი რჩევები

ზამ­თარ­ში გაზ­რდი­ლი გა­ზის გა­და­სა­ხა­დი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. რამ­დე­ნი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეძ­ლებთ გა­და­სა­ხა­დი შე­ამ­ცი­როთ ისე, რომ სახ­ლში სით­ბო შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. რჩე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და არც მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დიდ ხარჯთან.

ამო­ქო­ლეთ ჭუჭ­რუ­ტა­ნე­ბი

შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობთ, რომ თქვენს სახ­ლს ჭუჭ­რუ­ტა­ნე­ბი არ აქვს, მაგ­რამ კარ­გად შე­ა­მოწ­მეთ, რამ­დე­ნად მჭიდ­როდ იკე­ტე­ბა ფან­ჯრე­ბი, ფან­ჯრე­ბის და კა­რე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბის გარ­შე­მო მი­ნი­მა­ლუ­რი სივ­რცე მა­ინც ხომ არ არის და­ტო­ვე­ბუ­ლი ცა­რი­ე­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი მცი­რე ჭუჭ­რუ­ტა­ნაც კი და­ფა­რეთ სი­ლი­კო­ნით ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ქა­ფით. ეს მარ­ტი­ვი და ბი­უ­ჯე­ტუ­რი გა­ნახ­ლე­ბა გა­ზის გა­და­სა­ხადს და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ით შე­გიმ­ცი­რებთ.

წყლის მი­ლებს გა­უ­კე­თეთ თერ­მო­ი­ზო­ლა­ცია

წყა­ლი გა­მათ­ბობ­ლი­დან თქვენს ონ­კა­ნამ­დე გა­დის გზას, რო­მე­ლიც ხში­რად საკ­მა­ოდ გრძე­ლია. მი­ლე­ბის გავ­ლის დროს წყა­ლი კარ­გავს ტემ­პე­რა­ტუ­რას და ონ­კან­ში იმა­ზე ცივი მო­დის, ვიდ­რე გა­მათ­ბო­ბელ­ზე გაქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ გი­წევთ, რომ გა­მათ­ბო­ბელ­ზე წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა აწი­ოთ, ეს კი გა­ზის მოხ­მა­რე­ბას ზრდის. მი­ლე­ბის თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში წყა­ლი გზა­ში აღარ გა­ცივ­დე­ბა და აღარც გა­ზის გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბა მო­გი­წევთ.

გა­თი­შეთ გათ­ბო­ბა იმ ოთა­ხებ­ში, რომ­ლებ­საც ხში­რად არ იყე­ნებთ

შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობთ, რომ სახ­ლში ყვე­ლა ოთახს იყე­ნებთ, მაგ­რამ კარ­გად და­ფიქ­რდით, იქ­ნებ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა ოთა­ხი არ გჭირ­დე­ბათ. თუ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში იშ­ვი­ა­თად გი­წევთ შეს­ვლა, იქ გათ­ბო­ბის რა­დი­ა­ტო­რი შე­გიძ­ლი­ათ გა­თი­შოთ. აღ­ნიშ­ნუ­ლით საკ­მა­ოდ კარგ და­ნა­ზოგს გა­ა­კე­თებთ. დის­კომ­ფორ­ტი კი, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბულ ოთა­ხებ­ში გათ­ბო­ბის გა­თიშ­ვით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი, არც ისე დი­დია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz