"ბავშვი 6 საათი სკოლაშია, 3 საათი დავალებებს ამზადებს - 9 საათი გამოვიდა. დედ-მამას როდის დაელაპარაკოს? როდის დაიძინოს? - შალვა ამონაშვილი | Allnews.Ge

"ბავშვი 6 საათი სკოლაშია, 3 საათი დავალებებს ამზადებს - 9 საათი გამოვიდა. დედ-მამას როდის დაელაპარაკოს? როდის დაიძინოს? - შალვა ამონაშვილი

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი გადაცემაში "მთავარ როლში" სკოლაში ნიშნების დაწერისა და მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებების მიცემაზე საუბრობს:

- პედაგოგიკა წიგნებში არ არის. კაცმა ბევრი წიგნი რომ წაიკითხოს, შეიძლება ჰუმანური მაინც ვერ გახდეს. თუ გულში სიყვარული არ გაქვს, წიგნი კი არ შველის... თუ გულში სიყვარული არ გაქვს, ჰუმანურ პედაგოგიკას მოეშვი. კლასში შეიძლება ჯოხიც კი შეიტანო, დაემუქრო ბავშვებს ქულებით, დასჯით, დედ-მამის გამოძახებით.

შალვა ამონაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს საშინაო დავალება და ბევრი სამეცადინო:

- წარმოიდგინეთ, მამა გვიან მოდის სახლში, წასულია, მუშაობს... 1 საათი აქვს ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს 1 საათი იმაში უნდა დახარჯოს, რომ ბავშვს თავზე დაადგეს და უთხრას, რომ იმეცადინოს? ბავშვიც დაიჩაგრა და მამასაც ვერ გაუხარდა შვილის ნახვა. ვინ შეიტანა ეს გაუგებრობა მამა-შვილს შორის? იმ მასწავლებელმა, რომელმაც ქიმიაში დავალება მისცა, მეორემ ბიოლოგიაში და ასე შემდეგ.

ბავშვი ერთია და 6 დავალება დაატყდა თავს. თითო დავალებაზე 20-30 წუთი მაინც ვიანგარიშოთ. 6 საათი სკოლაში იყოს, 3 საათი დავალებებს ამზადებდეს - 9 საათი გამოვიდა. როდისღა დაიძინოს? მამა, დედა როდის დაელაპარაკოს? ბებია როდის მოეფეროს? იხილეთ სრულად

myquiz