ვინ არის ქალი, რომელიც თავს "გეპეის" დეკანად ასაღებდა და 120 000 ლარი მიითვისა? - მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება | Allnews.Ge

ვინ არის ქალი, რომელიც თავს "გეპეის" დეკანად ასაღებდა და 120 000 ლარი მიითვისა? - მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 48 წლის ქალი დააკავა, რომელიც აბიტურიენტების ოჯახებს ატყუებდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი იყო და შეეძლო, ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ლია ვაჩაძე. ის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინით უზრუნველყოფასაც ჰპირდებოდა.

დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის, ლია ვაჩაძე აბიტურიენტებს ონლაინგაკვეთილებსაც უტარებდა.

საქმეში პროკურატურა მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაზარალებულებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ვინაობით ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ არავინ მუშაობდა.

d48b7ec0cfd2-5c375e2836555-1674633245.jpg

თავად ბრალდებულს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული შოკურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის საშუალებას არ იძლევა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ უარყოფს, რომ გამოძიების მასალებში საუბარია, დაახლოებით, 120 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებაზე. სავარაუდო დანაშაული 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თვითმარქვია დეკანის წინააღმდეგ პროკურატურაში უკვე 10 საჩივარი დევს, თუმცა გამოძიება დაზარალებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

თაღლითობაში ბრალდებული ახლა პენიტენციურ დაწესებულებაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში, მინიმუმ, ექვსი წლის გატარება მოუწევს.

myquiz