როგორ აპოვნინა საშინელმა ტრაგედიამ ლიონელ მესის თავისი ცხოვრების მთავარი ქალი | Allnews.Ge

როგორ აპოვნინა საშინელმა ტრაგედიამ ლიონელ მესის თავისი ცხოვრების მთავარი ქალი

18 დეკემბერს კატარში საფეხბურთო სამყაროს მთავარი მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. უამრავი გულშემატკივარი სტადიონიდან თუ სხვადასხვა ქვეყნიდან არგენტინასა და საფრანგეთს შორის გამართულ დაძაბულ ბრძოლას უყურებდა. ფეხბურთელთა შორის იყო ლიონელ მესი, რომელმაც თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ადამიანებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს შრომასა და თავდადებას.

2-1671527334-1671607179.jpeg

35 წლის ლიონელ მესის უამრავი ტიტული აქვს: ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, შვიდგზის ოქროს ბურთის მფლობელი, ექვსგზის ოქროს ბუცის მფლობელი, ათგზის ესპანეთის ჩემპიონი, ოთხგზის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი... ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიღწევათა შორის, რომელიც მესიმ კარიერის განმავლობაში მოახერხა. 18 დეკემბერს კი კატარში გამართულ ჩემპიონატში გამარჯვებით თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება მოიპოვა. თუმცა, სტადიონზე მას მეუღლე, შვილები და დედა გულშემატკივრობდნენ, რომელთა ემოციურმა მილოცვამაც მთლიანად მოიცვა სოციალური მედია.

1-1671527346-1671607211.jpeg

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მესის ბევრი ადამიანი არ იცნობდა, მან გააცნობიერა, რომ სწორედ ეს გოგონა გახდებოდა მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული და თანამგზავრი. თავის მომავალ მეუღლეს ანტონელა როკუცოს მაშინ შეხვდა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო და მესიც, რა თქმა უნდა, ბავშვი. ბუნებრივია, ამ ასაკში ბავშვებს თავიანთი ემოციები, ბავშვური განცდები აქვთ, მაგრამ სპორტსმენი ირწმუნება, რომ გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz