რატომ დაკარგა ილონ მასკმა ერთ დღეში 15.5 მლრდ დოლარი? | Allnews.Ge

რატომ დაკარგა ილონ მასკმა ერთ დღეში 15.5 მლრდ დოლარი?

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ადა­მი­ან­მა, ილონ მასკმა 24 სა­ათ­ში 15.5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი და­კარ­გა. "ბლუმ­ბერ­გის" მი­ლი­არ­დე­რე­ბის ინ­დექ­სის თა­ნახ­მად, მის­მა ქო­ნე­ბამ 1 დღე-ღა­მე­ში 6%-ზე მე­ტით და­იკ­ლო და 4 ოქ­ტომ­ბრის­თვის 223 მი­ლი­არდს შე­ად­გენს.

წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე უმ­დიდ­რე­სი ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბა 47.8 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ახ­ლან­დე­ლი კლე­ბა უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა "ტეს­ლას" აქ­ცი­ე­ბის 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად შემ­ცი­რე­ბას.

ორ­შა­ბათს ელექტრო­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კომ­პა­ნი­ამ მე­სა­მე კვარტლის პრო­დუქ­ცი­ი­სა და მი­წო­დე­ბის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შე­დე­გე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა და აქ­ცი­ე­ბიც სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­უ­ფა­სურ­და 8%-ზე მე­ტით.

"ტეს­ლას" თა­ნახ­მად, წლის მე­სა­მე მე­ო­თხე­დის გან­მავ­ლო­ბა­ში 365,000 მან­ქა­ნა იქნა წარ­მო­ე­ბუ­ლი და 343,000 მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე მი­წო­დე­ბუ­ლი, რაც ჩა­მორ­ჩე­ბა ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მოთ­ვლებს, რომ­ლე­ბიც 364,660 მან­ქა­ნის მი­წო­დე­ბას ვა­რა­უ­დობ­დნენ.

ილონ მას­კი პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს ხში­რად აკე­თებს. ამ­ჯე­რად მან რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის სა­კუ­თა­რი გეგ­მა გა­ამ­ჟღავ­ნა და ხმის მი­სა­ცე­მა­დაც "ტვი­ტერ­ზე" დადო:

"მშვი­დო­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის:

  • გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი ანექ­სი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­ე­როს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით. რუ­სე­თი გა­დის, თუკი ხალ­ხის ნება იქ­ნე­ბა;
  • ყი­რი­მი ფორ­მა­ლუ­რად რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, რო­გორც ეს იყო 1783 წლი­დან (ხრუშ­ჩო­ვის შეც­დო­მამ­დე);
  • ყი­რი­მის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია;უკ­რა­ი­ნა რჩე­ბა ნე­იტ­რა­ლუ­რი", - წერს მას­კი.

ამ პოს­ტის შემ­დეგ მას­კი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა.მას უპა­სუ­ხა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის უფ­როს­მა მრჩე­ველ­მა, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა და შემ­დე­გი გა­მო­კი­თხვა შეს­თა­ვა­ზა: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz