„ისინი უკვე დადიან და ეძებენ სამუშაოს“ - რა პროფესიის არიან ძირითადად საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტები | Allnews.Ge

„ისინი უკვე დადიან და ეძებენ სამუშაოს“ - რა პროფესიის არიან ძირითადად საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტები

„რაც დანაზოგი ჰქონდათ, იმით წამოვიდნენ. ეს ფული ცხადია, გაუთავდებათ, ისინი უკვე დადიან და ეძებენ სამუშაოს“,- ამის შესახებ კომპანია "არსის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა“ რუს მიგრანტებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოსკენ დაძრული მეორე ტალღა ძირითადად ე.წ დეზერტირებისგან შედგება, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს ქვედა დონის სამხედრო სამსახური და ამასთან, პროფესიულ ტექნიკური სამსახურის კურსდამთავრებულები არიან.

„აქ უნდა გავყოთ ორი ტალღა. პირველი, რომელიც წამოვიდა მარტში, ის იყო კატეგორია, რომელიც პროტესტის ნიშნად, რუსეთის ხელისუფლებისგან უკმაყოფილო, რაც მთავარია სანქციებს გამოქცეული იყო. ძირითადად იყვნენ IT სპეციალისტები.

სხვათაშორის, სწორედ მაშინ იყო ეს ტენდენცია, რომ ისინი საქართველოში არეგისტრირებდნენ კომპანიებს. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ სანქციების გამო, ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა შეუწყვიტეს დაფინანსება, როგორც რუსულ ორგანიზაციებს. შესაბამისად, მათ მექანიკურად საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანიები და მუშაობა გააგრძელეს თავისი მიმართულებით. იხილეთ სრულად

myquiz