ხმაური თსუ-ში - რა მოხდა ღონისძიებაზე, სადაც თეა წულუკიანი იმყოფებოდა? | Allnews.Ge

ხმაური თსუ-ში - რა მოხდა ღონისძიებაზე, სადაც თეა წულუკიანი იმყოფებოდა?

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ხმა­უ­რი იყო.

წუ­ლუ­კი­ანს სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა მი­მარ­თა, და­ინ­ტე­რეს­დეს სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბით. რო­გორც მათ აღ­ნიშ­ნეს, „სტუ­დენ­ტე­ბი დღეს იმ­ყო­ფე­ბი­ან იმ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის წი­ნა­შე, რაც სა­ერ­თო სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელს ეხე­ბა“.

სტუ­დენ­ტებ­მა თეა წუ­ლუ­კი­ანს მი­მარ­თეს, რომ და­ინ­ტე­რეს­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხით და სტუ­დენ­ტებს პრობ­ლე­მა­ზე ესა­უბ­როს, რა­ზეც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა: „ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­შინ დავ­დი­ო­დი, რო­დე­საც შენ იბა­დე­ბო­დი. რა­ტომ ჩხუ­ბობთ? შე­არ­ჩი­ეთ სწო­რი მე­თო­დი, ნუ ღრი­ა­ლებთ“.

მი­ნის­ტრის აღ­ნიშ­ნულ­მა გან­ცხა­დე­ბამ სტუ­დენ­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „მა­ი­სის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან 6 თვეა არა­ნა­ი­რი ქმე­დი­თი პა­სუ­ხი არ მი­უ­ღი­ათ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს ეწ­ვია კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მთე­ლი 6 თვეა არა­ნა­ი­რი ქმე­დი­თი პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (არამ­ხო­ლოდ ქმე­დი­თი, მათ ერთი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ არც ისურ­ვეს ჩვენ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­უ­ბა­რი და დაგვტო­ვეს მხო­ლოდ ბუნ­დო­ვა­ნი პა­სუ­ხის ამა­რა) გა­დავ­წყვი­ტეთ შეხ­ვედ­რა­ზე გაგ­ვეჟ­ღე­რე­ბი­ნა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, რათა სი­ტყვა მიგ­ვეწვდი­ნა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სად­მი ”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხილეთ ვიდეო

myquiz