რატომ ტალახი? - რისი თქმა სურდა დემნას ახალი კოლექციის უჩვეულო წარდგენით (ფოტოები) | Allnews.Ge

რატომ ტალახი? - რისი თქმა სურდა დემნას ახალი კოლექციის უჩვეულო წარდგენით (ფოტოები)

პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე Balenciaga-მ 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. ბრენ­დის ქარ­თვე­ლი კრე­ა­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი, დემ­ნა გვა­სა­ლია კი კვლავ მო­დის ინ­დუსტრი­ის და არა მხო­ლოდ, ყუ­რა­დღე­ბის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი გახ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ დემ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბულ შოუს გა­მარ­თავ­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისა­უბ­რებ­დნენ - მის­გან ამას მო­დის ინ­დუსტრია შეჩ­ვე­უ­ლია. და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი იყო, რომ ეს იქ­ნე­ბო­და "ტა­ლა­ხის შოუ." მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უმე­ტე­სო­ბას ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ Balenciaga პა­რიზ­ში ტა­ლა­ხი­თა და გუ­ბე­ე­ბით სავ­სე ინ­ტე­რი­ერ­ში შეკ­რებ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გლა­მუ­რულ სა­ხე­ებს და მო­დე­ლებს ტა­ლახ­ში ატა­რებ­და.

balenciaga2-35533-1664781515.jpg

თუმ­ცა ეს მოხ­და და მო­დის სამ­ყა­რომ ნახა ის, რაც აქამ­დე არას­დროს უნა­ხავთ.

რა­ტომ ტა­ლა­ხი? რისი თქმა სურ­და დი­ზა­ი­ნერს? - ეს მთა­ვა­რი კი­თხვე­ბია, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და შოუს მიღ­მა და­მა­ლულ ქვე­ტექ­სტებს ეძე­ბენ. შოუმ ნამ­დვი­ლად მის­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

balenciaga3-35562-1664781539.jpg

ქარ­თვე­ლე­ბის დიდ ნა­წილს ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბამ აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ­თა გზა, ჭუ­ბე­რის გად­მო­ლახ­ვა გა­ახ­სე­ნა. ბევ­რის­თვის დემ­ნას კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა იმის ხაზ­გას­მა იყო, თუ რო­გორ ჭა­ობ­შია მსოფ­ლიო, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი მუქ ფე­რებ­შია, ომია, სამ­ყა­რო რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა, ხოლო ასეთ დროს არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავ­სი სა­კი­თხე­ბით არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს გარ­შე­მო ცუდი არა­ფე­რი ხდე­ბა.

რე­ა­ლუ­რად კი დი­ზა­ი­ნე­რის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი იმ წე­რილ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, რო­მე­ლიც მან ჩვე­ნე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლურ მო­საწ­ვევ­თან ერ­თად გა­უგ­ზავ­ნა.“არ მიყ­ვარს ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­ვა, ეტი­კე­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ინ­ტერ­ნეტს, მთლი­ა­ნად სამ­ყა­როს მოს­წონს როცა ჩარ­ჩო­ებ­შია მოქ­ცე­უ­ლი, რად­გა­ნაც ეს უსაფრ­თხოდ ყოფ­ნის გან­ცდას უჩენთ.

ზო­გი­ერთს სჭირ­დე­ბა სი­მა­მა­ცის გა­მო­ჩე­ნა თა­ვი­სი იდენ­ტო­ბის და­სა­ცა­ვად, იმის წარ­მო­სა­ჩე­ნად, თუ ვინ არი­ან რე­ა­ლუ­რად. და ყო­ვე­ლი დღე ჰგავს ბრძო­ლის ველს სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის და­სა­ცა­ვად. რაც უფრო მე­ტად ცდი­ლობ, რომ იყო ის, ვინც ხარ, უფრო მე­ტად გხვდე­ბა სა­ხე­ში, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, რო­გო­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, იყოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან.

გა­მოწ­ვე­ვაა, რომ მას შემ­დეგ რაც გცე­მენ, გა­გა­ნად­გუ­რე­ბენ, წა­მოდ­გე და წახ­ვი­დე ისევ სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ, "მეს­კენ“, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ხარ. მო­და­ში ქრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და "მო­მენ­ტის ვარ­სკვლა­ვე­ბი" კარ­ნა­ხო­ბენ მო­დას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, სთო­რე­ბით", - წერს დემ­ნა. ის ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ შოუს მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი მე­ტა­ფო­რუ­ლად სი­მარ­თლის ძი­ე­ბას ნიშ­ნავს.

დი­ზი­ა­ნე­რის თქმით, ის მო­მა­ვალ­ში აღარ აპი­რებს თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბა სი­ტყვე­ბით აღ­წე­როს, რად­გა­ნაც მოდა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა და­ი­ნა­ხონ და მათი გა­და­სა­წყვე­ტია, მო­ე­წო­ნე­ბათ თუ - არა.

"ეს შოუ მე­ტა­ფო­რუ­ლად სი­მარ­თლის ძი­ე­ბას, სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის პოვ­ნას ნიშ­ნავს, მოგ­ვე­ცით ნება, მივ­ცეთ უფ­ლე­ბა სხვებს, რომ იყონ ის, ვინც უნ­დათ. დავ­კავ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლით და უარი ვუ­თხრათ ომს", - წერს დემ­ნა.

myquiz