რა დაავადებებს იწვევს საავტომობილო საცობი? | Allnews.Ge

რა დაავადებებს იწვევს საავტომობილო საცობი?

საცობი ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს.ის პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთადა სასუნთქი სისტემის დაავადებებს, აუარესებს მეხსიერებას და იწვევს დეპრესიის განვითარებას. სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა ავტომობილი აღვჭურვოთ ნახშირბადის ფილტრებით, რომელიც აირწინაღის პრინციპით მუშაობს.

ძირითად საშიშროებას წარმოადგენს გამონაბოლქვი აირები, რომლებიც ძლიერად აკუმულირდება საცობში, განსაკუთრებით თუ გზაზე ბევრი სატვირთო მანქანაა. როდესაც მანქანა საცობში იჭედება, შიგნით მავნე ნივთიერებების დონე 40%-ით იზრდება, თუმცა ფანჯრის გაღება მაინც არ ღირს. გამონაბოლქვი აირები და ნახშირჟანგის ვარიაციები ბოჭავს სისხლს და არღვევს ჟანგბადის მიწოდების უნარს. ეს იწვევს ყურადღების დროებით დაქვეითებას და ჟანგბადის შიმშილს.

მეორე საშიშროებას წარმოადგენს აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი. თვალის, ცხვირისა და ბრონქების ლორწოვანთან კონტაქტისას წარმოიქმნება აზოტისა და აზოტოვანი მჟავები, რის შედეგადაც ადამიანი გრძნობს წვას და ქავილს თვალის არეში და სუნთქვისას დისკომფორტს. განაგრძეთ კითხვა

myquiz