როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 სექტემბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +31გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი.

გუდაურში დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში დღის განმავლობაში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.