100 წლის ქალბატონმა საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა | Allnews.Ge

100 წლის ქალბატონმა საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა

11 ივნისს 100 წლის იუბილე აღნიშნა აშშ-ს მაცხოვრებელმა და გაამხილა საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო.

ჯინ მაგნესი ჩვეულებრივ საუზმობს არაქისის კარაქის ტოსტით და ნაღებიანი ყავით. დღეგრძელი არ იცავს განსაკუთრებულ დიეტას და თავად უყვარს ხორცის შეწვა. „მომწონს საქონლის ხორცის მომზადება. მიყვარს სტეიკი და როსტბიფი. თუ სადმე ვუკვეთავ, ყოველთვის ვთხოვ, რომ კარგად შეწვან.“-აცხადებს ჯინ მაგნესი.

დღეგრძელობის ძირითად მიზეზად მაგნესი ასახელებს პოზიტიურ აზროვნებას და არაქისის სიყვარულს.“ ძალიან მიყვარს არაქისი და თითქმის ყოველ დღე მივირთმევ“ აცხადებს ის.

მაგნესმა თითქმის მთელი ცხოვრება იმუშავა მოლარედ ბანკში. ის 1942 წელს გათხოვდა, როდესაც მისი რჩეული მეორე მსოფლიო ომის დროს ერთკვირიან შვებულებაში იყო. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინა. ამჟამად ქალს შვიდი შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს. მიუხედავად ასაკისა მაგნესი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. მას აქვს საკუთარი სახლი, ხშირად დადის საყვარელ რესტორანში და საყიდლებზე სავაჭრო ცენტრში.

მაგნესის იუბილეზე მოწვეული იყო 140 სტუმარი, ხოლო თავად ღონისძიება 11 ივნისს ჩატარდა ნორტ-აპოლოს ეკლესიაში.

myquiz