ქართველი მილიონერის ქალიშვილის წინასაქორწინო წვეულება კუნძულ მიკონოსზე - ანი ფხაკაძის თავბრუდამხვევი გართობა მეგობრებთან ერთად | Allnews.Ge

ქართველი მილიონერის ქალიშვილის წინასაქორწინო წვეულება კუნძულ მიკონოსზე - ანი ფხაკაძის თავბრუდამხვევი გართობა მეგობრებთან ერთად

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი ფხა­კა­ძე წლე­ბია რაც უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. გარ­და იმი­სა, რომ ანი უკვე სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, წლე­ბია რაც Instagram სივ­რცის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი ქარ­თვე­ლია.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე და­ი­ნიშ­ნა. ამურ დე სა­დე­ლი­ე­რი და ანი ფხა­კა­ძე დიდი ხნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ისი­ნი ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

anifxakadze-1-64850-1657169751.jpg

ქორ­წი­ლის­თვის მზა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­და და ერთი კვი­რის წინ ანიმ ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში კუნ­ძულ მი­კო­ნოს­ზე მი­იწ­ვია და ხმა­უ­რი­ა­ნი ორ­დღი­ა­ნი წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო. ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან ფო­ტო­ებ­ზე მო­დის ბლო­გე­რი ნინო ელი­ა­ვა ჩანს.

anifxakadze-9-64887-1657169764.jpg

მხი­ა­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ანიმ ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე სა­კუ­თარ გა­მომ­წე­რებს გა­უ­ზი­ა­რა. ქარ­თვე­ლე­ბის სიძე პრო­ფე­სი­ით მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

Northeastern University-ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ორი კომ­პა­ნი­ის Mount Media-სა და ADS Medis Consulting-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ანიმ ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, Glion Institute of Higher Education-ში მე­ნე­ჯმენ­ტი შე­ის­წავ­ლა. მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი აგ­რეთ­ვე Bentley University-ს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია.

290796705-347788097540561-5815124757410815419-n-64963-1657169798.jpg

მარ­თა­ლია, სა­სი­ძო ტრა­დი­ცი­ულ წვე­უ­ლე­ბას არ დას­წრე­ბია, მაგ­რამ რო­მან­ტი­კუ­ლი იყო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის ხე­ლის თხოვ­ნის ცე­რე­მო­ნია. მა­მა­კაც­მა რჩე­ულს ხელი დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თვა­ლის­მომჭრელ კუ­რორტზე - ამა­ნე­რა­ზე სთხო­ვა და გუ­ლის ფორ­მის ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი აჩუ­ქა.

myquiz