პაატა მანჯგალაძე - თუ ერთი ან ორი კვირით გადავდებთ გარუჯვას და დასასვენებლად წასვლას, გპირდებით, რომ გაისად ყველა ერთად ევროპაში გავირუჯებით | Allnews.Ge

პაატა მანჯგალაძე - თუ ერთი ან ორი კვირით გადავდებთ გარუჯვას და დასასვენებლად წასვლას, გპირდებით, რომ გაისად ყველა ერთად ევროპაში გავირუჯებით

აუცილებელია კოორდინაცია მოხდეს ხალხის პროტესტს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს შორის. ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და უნდა იყოს სინქრონიზებული საპარლამენტო, ქუჩის თუ სხვა ელემენტების გამოყენებით, მხოლოდ ერთი მიმართულებით „შეტევით“ არაფერი გამოვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, კობახიძემ და ღარიბაშვილმა ცრუ ილუზია არ უნდა შეიქმნან, რომ ხალხი დაიღლება, ან გასარუჯად წავა და „ძარცვის უფლებას შეინარჩუნებენ“.

„ხალხი ბევრად უფრო მეტად რადიკალურია, ვიდრე ჩვენ ამ რადიკალიზაციის სივრცეებს ვხედავთ. გუშინ ამბობდნენ, რომ თვითმოქმედებით აპირებდნენ კანცელარიის პიკეტირებას. ყველგან გვეკითხებოდნენ „გეგმა რა არის, მზად ვართ ბოლომდე“. ცრუ ილუზია არ შეიქმნან კობახიძემ და ღარიბაშვილმა, რომ ხალხი დაიღლება, წავა გასარუჯად და შეინარჩუნებენ ძარცვის უფლებას. არ დავიღალოთ, კიდევ გამოქვეყნდება ახალი გეგმა და გამოვიდეთ ქუდზე კაცი. თუ ერთი ან ორი კვირით გადავდებთ გარუჯვას და დასასვენებლად წასვლას, გპირდებით, რომ გაისად ყველა ერთად ევროპაში გავირუჯებით.

ორგანიზატორების ან პოლიტიკოსების დამუნათება „რატომ დააგდეს მუხტი“, გაუგებარია. გეგმა იყო, რომ დავრჩეთ და ღარიბაშვილის მოსვლას დაველოდოთო, 50-150 კაცი რომ დარჩა ღამით, დანარჩენები სად ვიყავით? 5000 ადამიანი რომ ვყოფილიყავით, ხომ მეტი დისკომფორტი შეექმნებოდათ. მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი, უნდა გადავიდეთ ქმედებებზე. ჩვენ სადაც ხალხი მოგვინიშნავს ადგილს და გვეტყვის, იქ ვიქნებით“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

myquiz