ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე | Allnews.Ge

ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა „შინ ევ­რო­პის­კენ“ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავს, ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბაა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცვებ­მა დაშ­ლის­კენ მო­უ­წო­დეს, რა­საც ისი­ნი არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან. მათ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან უშუ­ა­ლოდ შე­ნო­ბის წინ გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, უშუ­ა­ლოდ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან კი რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბია აღ­მარ­თუ­ლი.

რო­გორც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ყო­ველ ორ­შა­ბათს მთავ­რო­ბის სხდო­მა იმარ­თე­ბა, ამი­ტომ, სურთ, დღე­ვან­დე­ლი პრო­ტეს­ტით მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი გა­აღ­ვი­ძონ და კი­დევ ერთხელ გა­ა­გო­ნონ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმა.

პრო­ტეს­ტან­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კა ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს საფრ­თხეს უქ­მნის.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ­თან მი­ვიდ­ნენ სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უთხრეს, რომ თუ მალე არ და­იშ­ლე­ბი­ან, და­ა­კა­ვე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად მო­წო­დე­ბი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვლავ ხმა­უ­რი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ პრო­ტესტს და დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ.

ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სტვე­ნი­თა და ხმა­უ­რით სა­კუ­თარ პრო­ტესტს აგ­რძე­ლე­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მო­მი­ტინ­გე­ებს მო­უ­წო­დეს, თუ პო­ლი­ცია და­ა­კა­ვებთ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წი­ონ, რი­თაც კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პო­ლი­ტი­კურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ.

myquiz