"შემთხვევების მატება გვაქვს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე არსებულ ეპიდვითარებაზე და როგორია მისი პროგნოზი | Allnews.Ge

"შემთხვევების მატება გვაქვს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე არსებულ ეპიდვითარებაზე და როგორია მისი პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, რაც ომიკ­რო­ნის ახა­ლი შტა­მე­ბის, BA.4 და BA.5-ის გავ­რცე­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "რუს­თა­ვი 2"-თან აცხა­დებს.

ამას­თა­ნა­ვე, მისი პროგ­ნო­ზით, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ქვე­ყა­ნა­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ მო­ი­მა­ტებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო სამი კვი­რაა უკვე მა­ტე­ბა გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ბოლო კვი­რა, რო­დე­საც გა­ორ­მა­გე­ბა მოხ­და, ანუ ვთქვათ თუ 2 კვი­რის წინ, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო 400-500 შემ­თხვე­ვა, 20-დან 26 ივ­ნი­სამ­დე ჩვენ გვქონ­და 1000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ კვი­რა­შიც, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით - იქ­ნე­ბა მა­ტე­ბა.

მა­გა­ლი­თად, გუ­შინ გვქონ­და 530 შემ­თხვე­ვა. პროგ­ნო­ზი არის ის, რომ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის დატ­ვირ­თვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სტა­ბი­ლუ­რია და­ბალ დო­ნე­ზე, რაც ნიშ­ნავს რომ ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 15-20-25 ადა­მი­ა­ნი. დღე­ვან­დე­ლი გათ­ვლე­ბით, 50-60%-ით ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს BA.4 და BA.5," - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

myquiz