უკრაინელი ბავშვის საჩუქარი ბორის ჯონსონს - რა მიწერა ბრიტანეთის პრემიერს პატარა ილიამ, რომელმაც მშობლები ომში დაკარგა | Allnews.Ge

უკრაინელი ბავშვის საჩუქარი ბორის ჯონსონს - რა მიწერა ბრიტანეთის პრემიერს პატარა ილიამ, რომელმაც მშობლები ომში დაკარგა

პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნელ­მა ბიჭ­მა ილია კოს­ტუ­შე­ვიჩ­მა, რო­მელ­მაც 6 წლის ასაკ­ში მშობ­ლე­ბი მა­რი­უ­პოლ­ში და­კარ­გა, ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სონს წე­რი­ლი მის­წე­რა.

ბი­ჭის მშობ­ლე­ბი მა­რი­უ­პოლ­ში ერთ-ერთი და­ბომბვი­სას და­ი­ღუპ­ნენ. მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ილია და­ბომ­ბი­ლი შე­ნო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და ახლა მას­ზე სლა­ვი­ანსკის ოჯა­ხი ზრუ­ნავს.

"ძვირ­ფა­სო ბო­რის ჯონ­სონ! მინ­და, რომ ომი მალე დას­რულ­დეს, ისე რომ ხალ­ხი აღარ და­ი­ხო­ცოს. მე მინ­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ჩემს ქა­ლაქ­ში, მა­რი­უ­პოლ­ში. მსურს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ბავ­შვმა არ იცო­დეს, რა არის ომი. მი­ვე­სალ­მე­ბი ბრი­ტა­ნელ ბავ­შვებს და მად­ლო­ბა, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბით. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ! მე მყავს კატა ფრო­სია. გიგ­ზავ­ნით უკ­რა­ი­ნის დრო­შას, რო­მე­ლიც მე დავ­ხა­ტე".

613664f976ff3f74451c5b97358efe62-43961-1653734538.jpg

myquiz