5 საკვები, რომელიც გამომშრალი კანისთვის შეუცვლელია | Allnews.Ge

5 საკვები, რომელიც გამომშრალი კანისთვის შეუცვლელია

საკვები კანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილია.თუ ადამიანი დაბალანსებულ საკვებს იღებს და იკვებება ჯანსაღად, კანიც უფრო ახალგაზრდულად და ჯანმრთეალად გამოიყურება. არსებობს სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს კანის დატენიანებასა და დაცვას, ხოლო ზოგიერთი მათგანი, პირიქით, აფერხებს მის განვითარებას და იწვევს კანის სიმშრალეს.

სტატიაში განხილულია ის საკვები, რომელიც კანის დატენიანებასა და გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ.

1) ძროხის ღვიძლი

ძროხის ღვიძლი ის საკვებია, რომელიც მდიდარია A ვიტამინით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ A ვიტამინის დღიური ზღვარი არის 3000 მკგ. საზოგადოება უნდა ეცადოს, რომ არ გაცდეს ამ ზღვარს რადგან A ვიტამინის ზედმეტი დოზა შეიძლება ორგანიზმისთვის მომწამვლელი აღმოჩნდეს.

ვიტამინი A არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, სანდო წყარო მშრალი კანის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის შეიცავს რეტინოიდებსა და კაროტინოიდებს.

ვიტამინი A დაგეხმარებათ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაზიანებული კანის აღდგენაში და ფსორიაზის სიმპტომების შემცირებაში.

2) ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილიც ერთ-ერთი წყაროა A ვიტამინის, ამიტომ მისი მიღება ასევე გეხმარებათ კანის დატენიანებაში.

3) ტკბილი წითელი წიწაკა

ტკბილი წითელი წიწაკა C ვიტამინის წყაროა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამომშრალი კანის სამკურნალოდ, აგრეთვე ეს ვიტამისი კანს ულტრაიისფერი გამისხივებისგან იცავს.

4) კივი

კივი C ვიტამინის კიდევ ერთი წყაროა. მისმა ნაკლებობამ ორგანიზმში შესაძლოა, შემდეგი სახის გართულებები გამოიწვიოს.

სახსრების ტკივილიჭრილობის შეხორცების დაქვეითებარკინის დეფიციტი

5) მზესუმზირის თესლი

მზესუმზირის თესლი E ვიტამინის წყაროა.

ვიტამინი E არის ანტიოქსიდანტი და ის კანს ეხმარება ულტრაიისფერი გამოსხივების წინააღმდეგ ბრძოლაში.

mkurnali.ge

myquiz