თეა წულუკიანის უარი წიგნის ფესტივალს: "12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ პირველად, კულტურის სამინისტრო ფესტივალის მხარდამჭერი აღარ არის" | Allnews.Ge

თეა წულუკიანის უარი წიგნის ფესტივალს: "12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ პირველად, კულტურის სამინისტრო ფესტივალის მხარდამჭერი აღარ არის"

წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, გვან­ცა ჯო­ბა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი აღარ არის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯო­ბა­ვა პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს პი­რა­დად მი­ნის­ტრ წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"ამ ამ­ბავს საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­ნა­ხავ­დით გულ­ში, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, რომ უკვე დად­გა სა­ჯა­როდ სა­უბ­რის დროც. ვი­საც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ბედი გა­წუ­ხებთ, ეს პოს­ტი თქვენ­თვი­საა...

მაგ­რამ მოდი, თავ­და­პირ­ვე­ლად კარ­გი ამ­ბით და­ვი­წყებ. მე­ო­რე სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღის ბო­ლოს, თა­მა­მად გე­ტყვით, რომ პან­დე­მი­ის შემ­დეგ თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბით და­უბ­რუნ­და თა­ვის მკი­თხველს. ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ დღეს, არ­ცერ­თი წუ­თით არ შე­წყვე­ტი­ლა ექ­სპო ჯორ­ჯი­ას პა­ვი­ლი­ო­ნე­ბის­კენ მო­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უდი­დე­სი ტალ­ღა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ეს­ტუმ­რა მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე და მე­თერ­თმე­ტე პა­ვი­ლი­ო­ნებს, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე სწო­რედ ჩვენ­თან, წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, ამ ქა­ლა­ქის­თვის ასე საყ­ვა­რელ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუნ­ძულ­ზე აღ­ნიშ­ნა. ჩვენ გვყავს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ათი­ა­თა­სო­ბით მკი­თხვე­ლი და ძა­ლი­ან მდიდ­რე­ბი და ძლი­ე­რე­ბი ვართ მათი სიყ­ვა­რუ­ლით. მაგ­რამ...

მაგ­რამ წელს პირ­ვე­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით თორ­მეტ­წ­ლი­ა­ნი (მეტი თუ არა), თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რი­გებ­ში აღარ არის სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. აღარ არის არა იმი­ტომ, რომ სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში ვერ გა­ვი­მარ­ჯვეთ, არა­მედ იმი­ტომ რომ სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რა ფეს­ტი­ვა­ლებს სა­ერ­თოდ არ სა­ჭი­რო­ებს. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და სფე­რო, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ფრან­კფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ლა­მის მთელ მსოფ­ლი­ოს და­ა­მახ­სოვ­რა თავი, არ აღ­მოჩ­ნდა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის კონ­კურ­სის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, იქ იყო ყვე­ლა­ფე­რი, კინო, მუ­სი­კა, ბა­ლე­ტი, ოპე­რა და სხვა, მაგ­რამ არა ლი­ტე­რა­ტუ­რა. ჰოი, სა­ოც­რე­ბავ!

შე­სა­ბა­მი­სად, გან­მარ­ტე­ბაც არ აღ­მოჩ­ნდა სა­ჭი­რო, რა­ტომ და რის­თვის ჰკრა წიხ­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ამ­დენ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ მთე­ლი ქა­ლა­ქის­თვის საყ­ვა­რელ ფეს­ტი­ვალს.

ცხა­დია, ეს უკვე აღარ არის კარ­გი ამ­ბა­ვი, ეს ცუდი ამ­ბა­ვია, იმი­ტომ რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტორს, ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­როს, ათი­ა­თა­სო­ბით მკი­თხველს და ჩვენს ქა­ლაქს შე­იძ­ლე­ბო­და 23 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის შემ­დეგ, მის­თვის ასე საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი უბ­რა­ლოდ და­ე­კარ­გა და ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს იყო მიზ­ნა­დაც და­სა­ხუ­ლი - და­ვე­ტო­ვე­ბი­ნეთ იმ ფეს­ტი­ვა­ლის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­სია, სა­დაც ყვე­ლას ხმა ის­მის, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, გე­მოვ­ნე­ბი­სა, მრწამ­სი­სა, სა­ერ­თოდ ყვე­ლაფ­რის გა­ნურ­ჩევ­ლად, ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად იპო­ვით მწე­რალს, ლი­ტე­რა­ტორს, გა­მომ­ცე­მელს, რო­მე­ლიც ერთხელ მა­ინც არ ასუ­ლა ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის სცე­ნა­ზე, ერთხელ მა­ინც არ მო­სუ­ლა ჩვენ­თან და ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი არ მი­უ­ღია.

მაგ­რამ არა, ამ ამ­ბავს არ აქვს ცუდი და­სას­რუ­ლი, იმი­ტომ რომ ჩვენს გუნდში მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ჯა­დოქ­რე­ბიც, რო­მელ­თაც სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლი­ათ, იმი­ტომ რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გვყავს (და მზად ვართ უფრო მეტი და­ვი­მე­გობ­როთ), ამი­ტომ არა­თუ გა­დავ­რჩით, არა­მე უკვე მე­ო­რე დღეა ჩვენს მკი­თხველს წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოვ­ლე­ნას და უდი­დეს დღე­სას­წა­ულს ვჩუქ­ნით!

აქვე ვი­ტყვი, რომ გარ­და წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი­სა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „ლი­ტე­რა­სი“, ნგრე­ვა და მე დღეს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას სხვას ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ გარ­და ნგრე­ვი­სა, და­ი­წყო უფრო ად­რეც, რო­დე­საც ასე­ვე ათწ­ლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე უარი გვი­თხრა იმ ერ­თა­დერთ პრო­ექ­ტზეც, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ სა­ქარ­თვე­ლოს 65 მთა­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კას და­ახ­ლო­ე­ბით 900-900 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი წიგ­ნე­ბით ამა­რა­გებ­და.

აგერ უკვე მე­ო­რე წე­ლია, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბი ამა­ოდ ელი­ან, რომ ისევ და­ვუ­ძა­ხებთ და ისევ გა­დავ­ცემთ ვა­უ­ჩე­რებს ახა­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად. სამ­წუ­ხა­როდ, არა, იმი­ტომ რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ბედი აღარ აინ­ტე­რე­სებს, იმი­ტომ რომ მთა­ვა­რია პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი, მთა­ვა­რია ვინ ჩვე­ნი­ა­ნია და ვინ სხვი­სი­ა­ნი ან არა­ვი­სი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად არა­სა­ჭი­რო.

დიახ, ჩვენ შევ­ძე­ლით და ამ გა­სა­ჭირ­მა გაგ­ვაძ­ლი­ე­რა, მაგ­რამ რა სა­მარ­ცხვი­ნოა ასე ხე­ლა­ღე­ბით ან­გრევ­დე ყვე­ლა­ფერ ფა­სე­ულს, რაც ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში სამი ათე­უ­ლი წე­ლია, უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბის, დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ასე რუ­დუ­ნე­ბით იქ­მნე­ბო­და. რა სა­მარ­ცხვი­ნოა, ებ­რძო­დე თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ებ­რძო­დე ყვე­ლა­ზე არა­სა­მარ­თლი­ა­ნი მე­თო­დე­ბით. რა სამ­წუ­ხა­როა, გერ­ქვას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და არა­თუ არ გიყ­ვარ­დეს, არა­მედ გძულ­დეს კულ­ტუ­რა!" - წერს გვან­ცა ჯო­ბა­ვა.

myquiz