რა ქონებას ფლობენ სოზარ სუბარი და მისი მეუღლე? - პარლამენტარის ქონებრივი დეკლარაცია | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობენ სოზარ სუბარი და მისი მეუღლე? - პარლამენტარის ქონებრივი დეკლარაცია

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სო­ზარ სუ­ბა­რი ერთ-ერ­თია იმ "ოც­ნე­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან“, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლად შე­მორ­ჩა პარ­ტი­ას. ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მუდ­მი­ვად აპ­რო­ტეს­ტებ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვებს, შემ­დეგ კი თა­ვა­დაც პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და.

მას ოპო­ზი­ცია ხში­რად აკ­რი­ტი­კებს, ახ­სე­ნე­ბენ წარ­სულს, რო­დე­საც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძო­და და უწუ­ნე­ბენ დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ იმიჯს.

სო­ზარ სუ­ბარს ჰყავს მე­უღ­ლე თა­მარ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი და სამი შვი­ლი. წყვილს შო­რის 18-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან პრო­ფე­სი­ამ და­ა­კავ­ში­რა, იმ­ჟა­მად სო­ზა­რი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, თა­მა­რი კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

2014 წელს ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­მა­რი ასა­კოვ­რივ სხვა­ო­ბა­ზე ამ­ბობ­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის მთე­ლი ხიბ­ლი სწო­რედ ეს იყო...

"არ მინ­და, ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ჩვენ იდე­ა­ლუ­რად ვავ­სებთ ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნია, ენერ­გი­ით სავ­სე, ჩემ­ზე მე­ტად ენერ­გი­უ­ლი, ბავ­შვებ­თან მუდ­მი­ვად ხა­ლი­სი­ა­ნი. რამ­დე­ნი და­ძა­ბუ­ლი დღე გა­მოგ­ვივ­ლია, მაგ­რამ ეს სა­ხე­ზე არას­დროს ეტყო­ბა, ჩემ­თვის დიდი ძა­ლი­სა და ენ­თუ­ზი­აზ­მის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია ყო­ველ­თვის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს. როცა ამის დრო აქვს, ვე­ლო­სი­პე­დით და­დის, დარ­ბის, სი­გა­რეტს არ ეწე­ვა, არ სვამს. დიახ, არ სვამს...“

სო­ზარ სუ­ბა­რი უკვე წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რია, თუმ­ცა დე­პუ­ტა­ტის მიერ 2022 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია არც ისე მდიდ­რუ­ლია...

დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე თა­მარ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია სახ­ლი ქა­ლაქ დმა­ნის­ში, რო­მე­ლიც 2009 წელს 9 ათას ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში თა­მარ­მა 187,9 კვ.მ. ბინა თბი­ლის­ში, სულ­ხან ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე იყი­და. სა­ცხოვ­რე­ბელ­ში დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლემ 190 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და (სო­ზარ სუ­ბა­რი იმ­ჟა­მად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე თვის მო­სუ­ლი იყო).

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სო­ზარ სუ­ბარს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 5213,17 ლარი ჰქონ­და.

თა­მარ ყუ­ბა­ნე­იშ­ვილს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 177,11 ლარი, საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე კი - 467,29 ლარი

სო­ზარ სუ­ბარს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის წევ­რო­ბის სარ­გო, გა­სულ კა­ლენ­და­რულს წელს, 54 049,92 ლარი და­ე­რი­ცხა.

პო­ლი­ტი­კოს­მა შვი­ლის - მათე სუ­ბა­რის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რად 6861 ლარი გა­და­ი­ხა­და.