"ეს ვირუსი არ მოისპობა, არამედ გაუტოლდება სეზონურ გრიპს... ჩვენი იმუნიტეტი უკვე შეიცვალა მასთან ბრძოლისთვის" - რას ჰყვება დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი | Allnews.Ge

"ეს ვირუსი არ მოისპობა, არამედ გაუტოლდება სეზონურ გრიპს... ჩვენი იმუნიტეტი უკვე შეიცვალა მასთან ბრძოლისთვის" - რას ჰყვება დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

მეც­ნი­ე­რებ­მა "ომიკ­რო­ნის" შტა­მის ახა­ლი, სუბშ­ტა­მი BA.2 აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც "სტელს-ომიკ­რო­ნის" სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს. ის დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და და­ნი­ა­ში გავ­რცელ­და. მეც­ნი­ე­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ იმა­ზე, რომ "სტელს-ომიკ­რო­ნი" "ომიკ­რო­ნის" ძი­რი­თად შტამ­ზე უფრო გა­დამ­დე­ბია და უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე, და­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი:

- და­ნი­ა­ში ახლა ფაქ­ტობ­რი­ვად მხო­ლოდ "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვე­ბია, აქე­დან ნა­ხე­ვა­რია BA.1 და ნა­ხე­ვა­რი BA.2. ჯერ­ჯე­რო­ბით მათ შო­რის დიდ კლი­ნი­კურ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ვხე­დავთ. ვერ ვი­ტყო­დით, რომ ახა­ლი ქვეშ­ტა­მი უფრო ძლი­ე­რია, უფრო მეტ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევ­დეს და ასე შემ­დეგ... ჯერ­ჯე­რო­ბით რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, ერ­თნა­ი­რი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თია. ჯერ ძა­ლი­ან ად­რეა დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, მაგ­რამ ზედ­მე­ტად სა­გან­გა­შო და მეტი პა­ნი­კის შე­საქ­მნე­ლი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია. "ომიკ­რო­ნი" რომ მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის, ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. და­ნი­ა­ში ამის გამო არა­ნა­ი­რი მღელ­ვა­რე­ბა არ შექ­მნი­ლა.

უბ­რა­ლოდ, დღეს ყვე­ლა­ფერს ვა­სა­ჯა­რო­ებთ ამ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თო­რემ რამ­დენ რა­მეს ჩა­უვ­ლია და არა­ნა­ი­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცნო­ბე­ბი არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა... და­ნია ნელ-ნელა იმ ეტაპს უახ­ლოვ­დე­ბა, რო­დე­საც კო­ვიდ 19 სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში იქ­ნე­ბა. ეს ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა! არა­ვის უთ­ქვამს, რომ ეს ვირუ­სი სა­დღაც გაქ­რე­ბა, არა­მედ გა­უ­ტოლ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სე­ზო­ნუ­რი გრი­პე­ბით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და ეს არ გა­მო­იწ­ვევს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბას.

- და­ნი­ა­ში ამ­ჯე­რად შე­ზღუდ­ვე­ბი არ არის?

- არის, მაგ­რამ იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქი, მე მა­გა­ლი­თად სა­ერ­თო­დაც ვერ ვგრძნობ. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, მა­ღა­ზი­ა­ში, რეს­ტო­რან­ში, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში პირ­ბა­დეა სა­ჭი­რო, რაც ისე­დაც სა­სურ­ვე­ლია. ღია სივ­რცე­ში არ­სად არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო...სკო­ლე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

- მე­ო­თხე დო­ზით აც­რა­ზე არ ამ­ბო­ბენ და­ნი­ა­ში?

- ჯერ ამა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ უაღ­რე­სად და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე პი­რებს უკვე გა­უ­კე­თეს. ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია და შერ­ჩე­ვით ჯგუფ­ზე კეთ­დე­ბა... დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­მო­მავ­ლოდ, რო­გორც სე­ზო­ნურ გრიპ­ზე, წე­ლი­წად­ში ერთი აცრა იქ­ნე­ბა... ასე გა­მო­ა­ცხა­და "ფა­ი­ზერ­მა" და ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ეგ არის. ეს ვირუ­სი არ მო­ის­პო­ბა, რად­გან იგი მე­ტად არას­ტა­ბი­ლუ­რია და ამა­ვე დროს გვხვდე­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­ში. უბ­რა­ლოდ შემ­ცირ­დე­ბა პან­დე­მი­ის სა­შიშ­რო­ე­ბა, რად­გან ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი უკვე შე­იც­ვა­ლა მას­თან ბრძო­ლის­თვის. ამა­ში უდი­დეს წვლი­ლი მი­უ­ძღვის აც­რებს.

- რო­გორც ვიცი და­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე ონ­კო­ლო­გი სა­მოღ­ვა­წე­ოდ თბი­ლის­ში გად­მო­დი­ხართ... გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი...

- 30 წე­ლია, ევ­რო­პა­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ, და­ვაგ­რო­ვე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, მი­ვი­ღე დიდი აღი­ა­რე­ბა და­ნი­ა­ში. ახლა მინ­და, რომ ეს ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩა­მო­ვი­ტა­ნო ად­გილ­ზე. სხვა­თა­შო­რის, ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში მოვ­დი­ვარ თბი­ლის­ში და ვხსნი ონ­კო­ლო­გი­ურ ცენ­ტრს პი­ნე­ო­ში. ბევ­რი გეგ­მა მაქვს და ვგრძნობ, რომ ახლა მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო და პი­რო­ბე­ბი მაქვს. მე ად­გილ­ზე­ვე ვიქ­ნე­ბი, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის­თვის ხორ­ცის შეს­ხმა.

myquiz