რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - უყურეთ სხდომას პირდაპირ ეთერში (Live) | Allnews.Ge

რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - უყურეთ სხდომას პირდაპირ ეთერში (Live)

2 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე იმარ­თე­ბა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა უკვე და­ი­წყო, რო­მელ­საც ექ­სპრე­ზი­დენ­ტიც ეს­წრე­ბა.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2014 წლის 13 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მას დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის, კერ­ძოდ, 8.837.461 ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას მეშ­ვე­ო­ბით, "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტის თან­ხის ხარ­ჯვა შე­ი­ნიღ­ბა, რო­გორც ფა­რუ­ლი ხარ­ჯი.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას შო­რის უკვე არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2009 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2013 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის და სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო ფორ­მით გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლარი", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­შიც დაწ­ვრი­ლე­ბით არის ნათ­ქვა­მი, რაში და­ხარ­ჯეს თან­ხა.

myquiz