თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება | Allnews.Ge

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე ჩატარდება.

მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, ჯერ უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ გადაყვანის საფუძველი არ არსებობს.

როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, 1-ელ დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, რომ წარდგეს ქართველი ხალხის წინაშე .

"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, ის ამჯერადაც ღირსეულად წარდგება ხალხის წინაშე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურად და მორალურად ეხმარება, ამიტომ ყველას სთხოვა, ვინც მას გულშემატკივრობს, რომ სასამართლოსთან შეიკრიბონ“, - განაცხადა გვარამიამ. როგორც გვარამიამ განაცხადა, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლოზე არგადაყვანის საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

myquiz