"ქართული ოცნებები ხდება... ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს" - რა იყო ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი გზავნილები გაეროში გამოსვლისას? | Allnews.Ge

"ქართული ოცნებები ხდება... ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს" - რა იყო ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი გზავნილები გაეროში გამოსვლისას?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 76-ე სე­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნის მო­წო­დე­ბას გლო­ბა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ იზი­ა­რებს ამ პო­ზი­ცი­ას, არა­მედ ყო­ველ­თვის არის და იქ­ნე­ბა მზად სხვის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.ამ კონ­ტექ­სტში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ავ­ღა­ნე­თი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე, ასე­ვე რე­გი­ონ­ში გა­წე­უ­ლი მე­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზე.მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ახა­ლი სამ­შვი­დო­ბო ფორ­მა­ტის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით მაქვს პა­ტი­ვი მოგ­მარ­თოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას. ყვე­ლა წევრ სა­ხელ­მწი­ფოს ეძ­ლე­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან ეს პლატ­ფორ­მა სა­კუ­თა­რი წუ­ხი­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად და მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

-0:05 დღეს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის ჩვე­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა შე­მო­მაქვს, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ამოძ­რა­ვებ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სას, ოც­და­ა­თი წლის წინ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ.

ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა იყოს, თუმ­ცა ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი ძი­რძვე­ლია. მრა­ვა­ლი მღელ­ვა­რე მოვ­ლე­ნა გა­მო­ვი­ა­რეთ, გა­დავ­რჩით და განვვი­თარ­დით მრა­ვა­ლ­ა­თას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე.

ჩვენ­მა ის­ტო­რი­ამ ჩა­მოგ­ვა­ყა­ლი­ბა ძლი­ერ, ამაყ და გამ­ძლე ერად, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლია მსოფ­ლი­ოს­თვის და ეძებს გზებს წინ წა­სას­ვლე­ლად. სა­ქარ­თვე­ლო ის თვით­ნა­ბა­დი ალ­მა­სია, რო­მელ­საც წახ­ნა­გე­ბის გა­მოკ­ვე­თა სჭირ­დე­ბა ქვეყ­ნის სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად.

ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე - სა­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი ხვდე­ბა და­სავ­ლეთს და ჩრდი­ლო­ე­თი სამ­ხრეთს - ჩვენ ყო­ველ­თვის ვუს­წო­რებ­დით თვალს ახალ გა­მოწ­ვე­ვებს - ყო­ველ ცალ­კე­ულ ჯერ­ზე ჩვე­ნი წარ­სუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მი­ვე­სალ­მე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ ამ ნამ­დვი­ლად გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის ნაც­ვლად, ყვე­ლამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ უსაფრ­თხო და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი შეკ­რე­ბა ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა.

ამ შეხ­ვედ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა უდა­ვოდ დი­დია. სამ­ყა­რო კვლავ შე­უ­პოვ­რად იბ­რძვის ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც შე­არ­ყია მსოფ­ლიო, არ და­ინ­დო ეკო­ნო­მი­კა და ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლე.

ძა­ლის­ხმე­ვას არ ვი­შუ­რებთ პან­დე­მი­ი­დან უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მოს­ვლის­თვის ერ­თო­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბით, მაგ­რამ უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ მსოფ­ლი­ოს სა­ჭი­რო­ე­ბა­თა და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

სა­ქარ­თვე­ლო დი­დად მად­ლო­ბე­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­კავ­ში­რის, ჩი­ნე­თის, ისე­ვე რო­გორც ვაქ­ცი­ნე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სად­მი, რომ­ლებ­მაც მოგ­ვა­წო­დეს მა­რა­გე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად.

სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის მუ­შა­ო­ბის გზით და­ვას­რუ­ლებთ პან­დე­მი­ას და და­ვუბ­რუნ­დე­ბით მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის უკე­თე­სი, ნა­თე­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბას.

თქვენს წი­ნა­შე ვდგე­ვარ და წარ­მო­ვად­გენ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც სრუ­ლი მზა­ო­ბა და რწმე­ნა გა­აჩ­ნია; ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ოპ­ტი­მის­ტია, მაგ­რამ მო­მა­ვალს ყო­ველ­თვის პრაგ­მა­ტუ­ლი ლინ­ზე­ბის პრიზ­მა­ში უყუ­რებს.

ვა­მა­ყობ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბით და იმ საქ­მით, რო­მელ­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ას­რუ­ლებს კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის. ასე­ვე ვა­მა­ყობ ჩემი ქვეყ­ნით და მმარ­თვე­ლი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მით უფრო ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის, მე­ტად ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩემს მთავ­რო­ბას გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, დე­ტა­ლუ­რი ხედ­ვა აქვს გა­წე­რი­ლი 2030 წლამ­დე, რაც იდე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2030 წლამ­დე გა­წე­რილ დღის წეს­რიგს.

ჩვენ ვემ­ხრო­ბით მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, მეტი ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გამ­ძლე­ო­ბის იდე­ას; ვემ­ხრო­ბით ასე­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სის გა­მო­ცო­ცხლე­ბას. ბევრ სხვა მის­წრა­ფე­ბას­თან ერ­თად ეს იდე­ე­ბი სა­ერ­თო აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა ჯე­როვ­ნად ეხ­მი­ა­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­გა­რიშს სა­ერ­თო დღის წეს­რი­გის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მრა­ვალ­მხრი­ვო­ბის იდე­ის გა­მო­ცო­ცხლე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა.

მი­მაჩ­ნია, რომ ამ გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ უნდა იმუ­შა­ოს ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და არ­სე­ბი­თი გზით.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი ჩემი ქვეყ­ნის თე­მა­ტი­კას და ვი­ტყვი, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა. სა­მო­მავ­ლო მის­წრა­ფე­ბებ­ზე ბევ­რად მეტი გვაქვს და დღეს ისე­თი შე­დე­გე­ბე­ბის­თვის ვიღწ­ვით, რა­საც ჩვე­ნი ხალ­ხი სა­ჭი­რო­ებს.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ღრმა ჩა­ვარ­დნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა ჯან­საღ­დე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა სა­ხე­ზეა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი იქ­მნე­ბა და კვლავ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ცენ­ტრი ვართ მსოფ­ლი­ო­ში.

მსოფ­ლიო გა­ნაგ­რძობს ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ფორ­მე­ბის აღი­ა­რე­ბას.

რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ი­ტინ­გი ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თვალ­სა­ჩი­ნო წინსვლას მი­აღ­წია, რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ წამ­ყვან ქვეყ­ნად რომ ქცე­უ­ლი­ყო და ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ჰქო­ნო­და.

მსოფ­ლიო ბან­კის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო მე-7 ად­გილს იკა­ვებს 190 ქვე­ყა­ნას შო­რის ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვის მი­ხედ­ვით;

ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ზო­მით, „ჰე­რი­თი­ჯის ფონ­დის" ინ­დექსში სა­ქარ­თვე­ლოს მე-12 ად­გი­ლი უკა­ვია 184 ქვე­ყა­ნას შო­რის;

„ფრე­ი­ზე­რის ინ­სტი­ტუ­ტის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო მე-5 ად­გილ­ზეა 165 ქვე­ყა­ნას შო­რის. აქ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 სა­ფე­ხუ­რით დავ­წი­ნა­ურ­დით.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ დიდი წინსვლა გვაქვს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კვი­რის და­სა­წყის­ში შე­ვი­ტყვეთ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტ ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნის მო­წო­დე­ბის შე­სა­ხებ - გლო­ბა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­ი­ზარ­დოს ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მხო­ლოდ ვი­ზი­ა­რებთ ამ პო­ზი­ცი­ას, არა­მედ ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვით და ვიქ­ნე­ბით მზად სხვის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვი­ყოთ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის გა­ცი­ლე­ბით დიდი წვლი­ლი შეგვქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საქ­მე­ში, თან ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის გვერ­დით ვიბ­რძო­დით მსოფ­ლი­ო­ში ტე­რო­რიზ­მი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

ასე მოხ­და ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც 32 მა­მა­ცი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, ხოლო ბევ­რი სხვა და­იჭ­რა და და­შავ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში.

ახ­ლა­ხანს, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და ლო­გის­ტი­კის ცენ­ტრი შევ­ქმე­ნით ავ­ღა­ნე­თი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის და ხელი შე­ვუ­წყეთ 60-ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბას, თან მრა­ვა­ლი გლო­ბა­ლუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვი­ღეთ დრო­ე­ბით სა­ქათ­ვე­ლო­დან მუ­შა­ო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

ეს ქმე­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თხოვ­ნას რო­გორ ვპა­სუ­ხობთ და რა შე­დე­გი მო­აქვს ერ­თად მუ­შა­ო­ბას.

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში, ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლომ სა­ფუძ­ვე­ლი შე­უქ­მნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ 15 და­კა­ვე­ბუ­ლი სო­მე­ხი პი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამავდრო­უ­ლად, სომ­ხეთ­მა აზერ­ბა­ი­ჯანს და­ნაღ­მუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­კე­ბი გა­უ­ზი­ა­რა.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი სა­ერ­თო საქ­მის­თვის ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა რაც ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შია.

ყვე­ლა ჩვენ წინსვლას ერთი მარ­ტი­ვი მი­ზა­ნი აქვს: ევ­რო­პუ­ლი და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია. ვერ და­ვის­ვე­ნებთ, სა­ნამ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რო­ბას არ მი­ვაღ­წევთ.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა ას­პექ­ტის რე­ფორ­მი­რე­ბა­სა და მო­დერ­ნი­ზე­ბას უმაღ­ლე­სი გლო­ბა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მიღ­წე­ვამ­დე.

ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ნიშ­ნავს, რად­გან ეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნია და მას ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ერ­თხმად უჭერს მხარს.

ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა გა­ვერ­თი­ან­დეთ ევ­რო­პულ და ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში და ეს ძი­რე­უ­ლი პრინ­ცი­პი გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას. გან­სა­კუთ­რე­ბით 2012 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ დიდი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი სა­ერ­თო გვაქვს ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც მრავ­ლად არის ისე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც 2024 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნას უზ­რუნ­ველ­ჰყოფს.

ამი­სათ­ვის, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ევ­რო­პელ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, რომ­ლებ­მაც ძლი­ე­რი და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნეს მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 6-ჯერ ჩა­ვა­ტა­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნე­ბად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი. პრინ­ციპ­ში, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

აქ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წეს­წყო­ბი­ლე­ბე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­ექ­ცა წნე­ხის ქვეშ, ხოლო ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­ტე­ვის წი­ნა­შე.

ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და მე ვი­ტყო­დი, ბნე­ლი ძა­ლე­ბი ამუ­შავ­დნენ, რა­საც ხში­რად გარე დი­ვერ­სან­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და აგუ­ლი­ა­ნებ­დნენ. მათ წყა­როს მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს - ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ გზა­ზე უნდა დავ­რჩეთ. არ­ჩევ­ნე­ბი ხში­რად ვნე­ბე­ბი­სა და მძი­მე ბრძო­ლე­ბის ად­გი­ლად იქ­ცე­ვა; ემო­ცი­ე­ბიც მა­ტუ­ლობს.

თუმ­ცა, როცა არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გულ­მო­წყა­ლე­ბა მარ­თებთ, ხოლო და­მარ­ცხე­ბუ­ლებს - ხალ­ხის ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა.

თუ ვერ ვირ­წმუ­ნებთ არ­ჩევ­ნე­ბის არსს, თა­ვად დე­მოკ­რა­ტია აღ­მოჩ­ნდე­ბა საფრ­თხის ქვეშ.

ამი­ტომ, დღეს დე­მოკ­რა­ტი­ის, წინსვლის, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არჩვე­ნე­ბის ყვე­ლა აქ შეკ­რე­ბილ ქო­მაგს მო­გი­წო­დებთ, რომ მთე­ლი გუ­ლით მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თქვენს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში. რო­დე­საც ვნე­ბე­ბი და­ცხრე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა, პა­ტი­ვი ვცეთ ხალ­ხის ნე­ბას, და­ვი­ვი­წყოთ გან­სხვა­ვე­ბე­ბი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წინ წა­ვიყ­ვა­ნოთ.

დე­მოკ­რა­ტი­ის გა­მოწ­ვე­ვა მხო­ლოდ ჩვენ არ გვე­ხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს მი­ვაღ­წი­ეთ, თუმ­ცა ბევ­რი რამ დარ­ჩა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი და უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა.

ამავდრო­უ­ლად, ერ­თგულ­ნი უნდა დავ­რჩეთ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის იდე­ი­სად­მი; აღ­მოვ­ფხვრათ სი­ღა­რი­ბე; გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და მო­ვახ­დი­ნოთ ჩვე­ნი სამ­რეწ­ვე­ლო, მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია.

რო­გორც გან­ვმარ­ტე, სა­ქარ­თვე­ლო აღ­მას­ვლას აგ­რძე­ლებს. ჩვენ სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ. ვძლევთ ახალ კო­რო­ნა­ვირუსს და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას შე­ვუდ­გე­ბით დე­მოკ­რა­ტი­ის, ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. თუმ­ცა, დღეს ყვე­ლას მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით - და­ვას­რუ­ლოთ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი მი­წე­ბის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცია.

რუ­სეთს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ის აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს ძირი გა­მო­უ­თხა­როს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ეროვ­ნულ მის­წრა­ფე­ბებს.

ჭეშ­მა­რი­ტად გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქის იდე­ი­სად­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლე­ბას წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა და ვერც გარე ძა­ლე­ბი შე­ა­ფერ­ხებს, თუმ­ცა ჩვე­ნი მრა­ვალ­ნაბ­რძო­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ დღე ექ­ცე­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის ქვეშ.

ჩვე­ნი­ვე მი­წა­ზე აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ვხდე­ბით ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის მომსწრე, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ ოკუ­პანტ ძა­ლას აკის­რია.

წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია იქნა მიჩ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ამ ორი რე­გი­ო­ნის ოკუ­პან­ტად და რე­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის მქო­ნედ. სწო­რედ მას და­ე­კის­რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში.

დღეს აქე­დან მო­ვუ­წო­დებ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას - ერ­თობ­ლი­ვად ვი­მოქ­მე­დოთ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბით; ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით შე­ე­წყოს ხელი ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ხელ­მო­წე­რილ შე­თან­ხმე­ბას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

ქარ­თუ­ლი მიწა ყო­ველ დღე ექ­ცე­ვა მცო­ცა­ვი ანექ­სი­ი­სა და ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის ქვეშ. ეს გუ­ლის­მობს ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბებს, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებს, მი­მოს­ვლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვებს და მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას - გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ლის რა­ი­ონ­ში. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ამან პრინ­ციპ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ადა­მი­ან­თა ევა­კუ­ა­ცია.

ყვე­ლა ეს ქმე­დე­ბა უმ­ძი­მეს ტვირ­თად აწევს მავ­თულხლარ­თე­ბის ორი­ვე მხა­რეს მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ამის მი­ზე­ზი კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს: წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­სა­დევ­ნად. ამას ბოლო უნდა მო­ე­ღოს.

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რე­ა­ლურ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზისს ვხე­დავთ. ხოლო აქე­თა მხა­რეს ხდე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის წვდო­მა მსოფ­ლიო კლა­სის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, უმაღ­ლე­სი დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი.

აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­შიც იგი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გვინ­და არ­სე­ბობ­დეს; ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კე­თილ­დღე­ო­ბა გვინ­და.

სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვა „ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ", რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ხალ­ხს გა­უ­უმ­ჯო­ბე­სებს ცხოვ­რე­ბის დო­ნეს.

გვწამს, რომ მხო­ლოდ მდგრა­დი მშვი­დო­ბი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით მი­ე­ცე­მა უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დი ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს. სწო­რედ მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში იწყებს ეკო­ნო­მი­კა აყ­ვა­ვე­ბას, ხოლო ჩვე­ნი ხალ­ხი კე­თილ­დღე­ო­ბა­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბას.

სწო­რედ ამი­ტომ მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებ­სა და დებს: ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ძალა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და ერ­თო­ბა­შია, რის გა­მოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვე­ნი გა­მი­ჯვნა და და­შო­რე­ბა.

ჩვენ სა­ერ­თო ის­ტო­რია გვაქვს და ერთი სამ­შობ­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს - ნა­წი­ლი ვართ. ამი­ტომ, ერ­თად უნდა გან­ვსა­ზღვროთ ჩვე­ნი სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლიც. ერ­თად და მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა ვა­შე­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რათა ის ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­ულ, აყ­ვა­ვე­ბულ და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბად იქ­ცეს.

გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, შავი ზღვის რე­გი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა ბევ­რად იზ­რდე­ბა. სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე დი­ნა­მი­უ­რი ას­პა­რე­ზო­ბის მო­წი­ნა­ვე ხაზ­ზეა შავი ზღვა. ეს არის კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის მიკ­რო­სამ­ყა­რო: მე ვი­ტყო­დი თუ მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა აქ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, სხვა­გა­ნაც გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იგი­ვე შე­დე­გის მიღ­წე­ვა.

ამი­ტომ, ჩვე­ნი მი­ზა­ნია მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მთელს რე­გი­ონ­ში. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გთა­ვა­ზობთ „სა­მე­ზობ­ლოს მშვი­დო­ბი­ან ინი­ცი­ა­ტი­ვას" ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

ეს ფორ­მა­ტი დი­ა­ლოგ­სა და რწმე­ნის შექ­მნას და­ეხ­მა­რე­ბა და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე რე­გი­ო­ნა­ლურ სა­კი­თხებ­ზე პრაქ­ტი­კულ გა­და­წყვე­ტას მო­ახ­დენს ჩვენს ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა თბი­ლის­ში უმას­პინ­ძლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რას, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ჩვე­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ე­ლი მე­ზობ­ლე­ბი, ჩვე­ნი ძმე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი.

მო­დით, პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით და­ვი­წყოთ ნდო­ბის შე­ნე­ბა და შემ­დეგ გა­და­ვი­დეთ სხვა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ზე.

მდგრა­დი მშვი­დო­ბა და სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს მთე­ლი შავი ზღვის რე­გი­ონს და სტა­ბი­ლუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ჰყოფს ფარ­თო ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვი­საც.

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მინ­და, ჩემი გა­მოს­ვლა და­ვას­რუ­ლო, რი­თაც და­ვი­წყე: აქ კო­ლექ­ტი­უ­რი საქ­მის კე­თე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით შე­ვიკ­რი­ბეთ.

ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძლის­თვის იქ­ნე­ბა, თუ ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით გან­ვი­თა­რე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ან მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, კო­ლექ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის ნიშ­ნად, ჩვენ ერ­თად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რათა ერ­თად ვი­ცხოვ­როთ' - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

myquiz