სავალდებულო ტექინსპექტირების მაჩვენებელი 40.8%-ით შემცირდა - რამდენ მანქანას აეკრძალა გზებზე მოძრაობა | Allnews.Ge

სავალდებულო ტექინსპექტირების მაჩვენებელი 40.8%-ით შემცირდა - რამდენ მანქანას აეკრძალა გზებზე მოძრაობა

2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო“-ს მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში წერია.

უწყების ცნობით 2020 წლის იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 352 061 ათასმა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 222 113, უვარგისი 129 157, გზაზე გადაადგილება კი 746 ავტომობილს აეკრძალა.

2021 წლის იანვარ-აგვსიტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 208 081-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 119 704, უვარგისი 87 076, გზაზე გადაადგილება კი გასულ წელთან შედარებით 555 მეტ, 1 301 ავტომობილს აეკრძალა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz