რამდენს ხარჯავენ მილიარდერები ყოველთვიურად? | Allnews.Ge

რამდენს ხარჯავენ მილიარდერები ყოველთვიურად?

მსოფლიოს წამყვანი სახეებისა და უმდიდრესი ადამიანების ცხოვრების წესი თითქმის ყველა აღფრთოვანებულია. ფუფუნება, საუცხოო სასახლეები, სუპერ ქარები და მათი ცხოვრების წესი მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საოცნებოა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს საგანგებო ძალისხმევა სჭირდება და საკმაოდ ხარჯიანია.

რეალურად რამდენს ხარჯავენ მილიარდერები ყოველთვიურად? მდიდრული და ექსტრავაგანტული ცხოვრებით ტკბობა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

მილიარდერის ცხოვრების წესი ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი ხარჯვის ჩვევებს მალავენ, დასავლურმა გამოცემებმა მაინც შეძლეს დაახლოებით დაეანგარიშებინათ, თუ რამდენს ხარჯავენ ყოველთვიურად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები.

გადასახადები მილიარდერებმაც უნდა გადაიხადონ

თუ საუბარია ვილაში ან სასახლეში ცხოვრებაზე, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სახის კომფორტი და თანამედროვე აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, ყოველთვიური გადასახადები ოდნავ მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მილიარდერი მოკრძალებულად ცხოვრებას არჩევს, უმრავლესობა ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში ცხოვრობს, სადაც ეგზოტიკური მანქანებისა და აუზების შოურუმი, წყალქვეშა ხმის სისტემით, საუნები, კორტები, ჩანჩქერები და საოცარი სანახაობებია მოწყობილი. მათ ასევე ჰყავთ თანაშემწეები და მომსახურე პერსონალი.

ახალი დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ ერთი აუზისა და ლანდშაფტის შესანარჩუნებლად ყოველთვიური გადასახადი 2,000 დოლარით მეტი გახდა. კიდევ 2,000 დოლარი დაემატა საკვების მარაგის შენახვას. 100 მილიონი დოლარის ოდენობის სახლის იპოთეკა, სტანდარტული 30-წლიანი ფიქსირებული იპოთეკით, შეიძლება საბოლოო ჯამში დაახლოებით 485,285 დოლარი დაჯდეს. ამას ემატება ქონების გადასახადი და სახლის დაზღვევა.

როგორც წესი, მილიარდერები სასურსათო ნივთების ყიდვაზე ან მათ მომზადებაზე დახარჯულ თანხებს არც ითვლიან. მათ ბიუჯეტში ასევე გაწრილია ასისტენტების, ძიძების და მძღოლების დაქირავების ხარჯები.

განაგრძეთ კითხვა

myquiz