"ასე თუ გაგრძელდა, პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა" - როდის გველოდება პანდემიის მე -5 ტალღა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაცია მასშტაბური გახდეს? | Allnews.Ge

"ასე თუ გაგრძელდა, პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა" - როდის გველოდება პანდემიის მე -5 ტალღა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაცია მასშტაბური გახდეს?

რა გვე­ლო­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ხუ­თე ტალ­ღის დროს და რა უნდა გა­კეთ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რომ ვაქ­ცი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ციფ­რი გა­ი­ზარ­დოს? - ალერ­გო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი "ევ­რო­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ პან­დე­მია გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ აც­რის ასე­თი ტემ­პით სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რად უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა, ვიდ­რე ახ­ლაა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ერთ დო­ნე­ზე ვერ დარ­ჩე­ბო­და და და­იკ­ლებ­და, ამი­ტომ ახლა უნდა მოჰ­ყვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კა­ში მსგავ­სი ტი­პის ყოყ­მა­ნი მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი აიც­რა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს მო­მენ­ტი უფრო ადრე დად­გა.

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ წლის და­სა­წყის­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა შე­ად­გი­ნა, სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა, ეს არის მი­ლი­ონ შვი­და­სი ათა­სი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა დელ­ტა ვირუ­სის აჩ­ქა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ციფ­რი ახლა გა­და­სა­ხე­დია. სხვა­ნა­ი­რად პან­დე­მი­ის და­უს­რუ­ლე­ბუ­ლი ტალ­ღე­ბი­დან ქვე­ყა­ნა ვერ გა­მო­ვა", - ამ­ბობს ის.

-0:03 მისი თქმით, ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ინც ბევ­რია, თან მა­შინ, რო­დე­საც აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტი 50 წელს ზე­ვით მო­დის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პის ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რია ყო­ველ­დღი­უ­რად 2000 შემ­თხვე­ვაც. თუ 50 წლის ზე­ვით ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი აიც­რე­ბა, მა­შინ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი არ გა­და­იტ­ვირ­თე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თან ასა­კო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი წილი აუც­რე­ლია, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა", - აცხა­დებს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის ტალ­ღებს, ექი­მი მე­ხუ­თე ტალ­ღას დე­კემ­ბრის ბო­ლოს პროგ­ნო­ზი­რებს, რისი შე­დე­გე­ბიც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"ვირუს­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სამი თვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქ­ტი­უ­რია, შემ­დეგ შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დეა, მერე ისევ აღ­მა­ვა­ლი ციფ­რე­ბი იწყე­ბა, თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით არ უპი­რის­პირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა. ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უნდა ვე­ლო­დეთ აღ­მა­ვალ ციფ­რებს და ახალ ტალ­ღას.

ქვე­ყა­ნამ მე­ხუ­თე ტალ­ღის წინ უნდა იცო­დეს რამ­დენ ადა­მი­ანს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, ამის­თვის კი სა­ჭი­როა ჩა­ტარ­დეს სე­როპ­რე­ვა­ლენ­ტო­ბის კვლე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი რვა­ა­სი ათა­სი ადა­მი­ა­ნია და აქე­დან ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მე­ტია, ვი­საც უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­ვი­დი. ამი­ტომ თუ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქვე­ყა­ნა­ში აუც­რე­ლია და მათ არ გა­და­უ­ტა­ნი­ათ კო­ვი­დი, მე­ხუ­თე ტალ­ღის დროს შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ამ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყოს".

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის ვა­დას, ამ კუ­თხით ალერ­გო­ლო­გის პროგ­ნო­ზი ასე­ვე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. აც­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას, მათ მის­ცენ არ­ჩე­ვა­ნი, რომ ბუს­ტერ დო­ზით აიც­რან. თუმ­ცა ბუს­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას ამ ეტაპ­ზე კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ეჭვქვეშ აყე­ნებს.

"ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცა­რი­ე­ლია იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრე­ბი, ინერ­ცი­ით მი­სუ­ლი 7-12 ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქეს თუ არ ჩავ­თვლით. ისი­ნიც მე­ო­რე დო­ზა­ზე მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბია. ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია პირ­ველ დო­ზა­ზე მი­მარ­თი­ა­ნო­ბა და ეს რის­კის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს. ვი­ცით, რომ ას­ტრა­ზე­ნე­კას ვადა გას­დის ოქ­ტომ­ბე­რის, ფა­ი­ზერს კი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნებს უფრო დიდი ვადა აქვს. ჩვენ ხომ არ­ჩევ­ნე­ბი­დან-არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მივ­ყვე­ბით პან­დე­მი­ას და იმე­დი მაქვს, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­ქიც­ნა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა მეტი აქ­ცენ­ტი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი არ დაგ­ვრჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა „ბუს­ტერ“ დო­ზას, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი, ნო­ე­მებ­რი და დე­კემ­ბე­რის თვე­ში, მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით და ეს იქ­ნე­ბი­ან რისკ ჯგუ­ფე­ბი და ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ბუს­ტერ“ დო­ზას მე პი­რა­დად მხარს არ და­ვუ­ჭერ".

რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია ამა­ზე კუ­ლუმ­ბე­გოვს ერთი პა­სუ­ხი აქვს, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად სწო­რად და სწრა­ფად წავა ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი:

"თუ მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მი­ვაღ­წევთ, კლი­ნი­კებ­ში არ მოვ­ხვდე­ბით და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს შე­ვიმ­ცი­რებთ, ეს ნიშ­ნავს რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ამას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მი­აღ­წევს და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დაგ­ვიგ­ვი­ან­დე­ბა თუ ფეხს ვერ ავუ­ბამთ ამ ყვე­ლა­ფერს".

myquiz