რა თაღლითური სქემით "აწერდნენ" თანხებს ტურისტებს თბილისის კვების ობიექტებში - რას აცხადებენ შსს-ში? | Allnews.Ge

რა თაღლითური სქემით "აწერდნენ" თანხებს ტურისტებს თბილისის კვების ობიექტებში - რას აცხადებენ შსს-ში?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ. მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულს - თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კაფე-ბარ "სკარ­პას“ მფლო­ბელ ლ.მ.-ს და ამა­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, მეტი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ტუ­რის­ტებ­თან მათ მიერ შეკ­ვე­თი­ლი პრო­დუქ­ცი­ის ნაც­ვლად ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მოჰ­ქონ­დათ, ასე­ვე, მე­ნი­უ­ში ცვლიდ­ნენ პრო­დუქ­ცი­ის ფა­სებს და კლი­ენ­ტებს შეკ­ვე­თის შე­უ­სა­ბა­მო, არა­რე­ა­ლურ, დიდ თან­ხებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ.

მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში, კაფე-ბარ "სკარ­პა­ში“, ბრალ­დე­ბულ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ გო­გო­ნას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა. გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი ან­გა­რი­ში­დან სამ ეტა­პად - 5000-5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით კაფე-ბარ "სკარ­პას“ ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხუ­ლი იყო 15000 ლარი.

კომ­პლექ­სურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ მსგავ­სი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა მოქ­მე­დებ­და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კლუბ "რო­ი­ალ­შიც“. კერ­ძოდ, დად­გინ­და, რომ ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბარ "რო­ი­ალ­ში“ მი­ი­პა­ტი­ჟა ამა­ვე ბა­რი­დან გა­მო­სულ­მა ორმა გო­გო­ნამ. მა­მა­კა­ცებ­მა ბარ­ში ე.წ. მე­ნი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უკ­ვე­თეს საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ რე­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თის შე­უ­სა­ბა­მო, დიდი თან­ხის - 1450 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს და იძუ­ლე­ბით გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 177-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ambebi.ge

myquiz