"ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?" - თენგიზ ცერცვაძე | Allnews.Ge

"ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?" - თენგიზ ცერცვაძე

"ფა­ი­ზე­რი“ ფუჭ­დე­ბა, ვადა გას­დის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი "ფა­ი­ზერს“ გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მას არ ეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის, რო­მელ­საც ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის და არ იც­რე­ბი­ან.

"ადრე, სა­ნამ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა დაგ­ვი­ან­და და სხვა­თა შო­რის, ისიც დაგ­ვი­ან­და ამ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ უნ­დო­დათ, პირ­და­პირ გა­მო­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ: "მე გა­ვი­კე­თებ მხო­ლოდ "ფა­ი­ზერს“ და ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა შე­მო­ტა­ნა. ახლა, "ფა­ი­ზე­რი“ გვაქვს სწო­რედ ყვე­ლა­ზე მეტი. "ფა­ი­ზე­რი“ ფუჭ­დე­ბა, ვადა გა­უ­დის და რას შვრე­ბით, ხალ­ხო! ადა­მი­ა­ნი "ფა­ი­ზერს“ გა­ა­ფუ­ჭებს?! მა­შინ აჩუ­ქებს სხვას, ვი­საც ჩვენ­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ვინც ამას გა­მო­ი­ყე­ნებს. გვაქვს "სი­ნო­ვა­კი“, "სი­ნო­ფარ­მი“ , "ას­ტრა­ზე­ნე­კა“, მი­ვი­ღებთ "ჯონ­სონ და ჯონ­სონს“. მე ვერ გა­ვი­გე, მარ­თლა სა­ბო­ტაჟს აწყობთ?! რას აკე­თებთ?!“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ფა­ი­ზე­რის“ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბია ქვე­ყა­ნა­ში, ამ ეტაპ­ზე ვა­და­გა­სუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის არც ერთი, მაგ­რამ "თუ ასე იქ­ნე­ბა გა­უ­ვა“. ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასაც­რე­ლი სულ 300-მდე პუნ­ქტია.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ებ­ში, ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­დი­ან, კი­დევ რა ქნან? თითო ადა­მი­ანს თითო პრო­პა­გან­დისტს ხომ არ მო­გა­მაგ­რე­ბენ? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი ინ­ტერ­ვი­უს მერე გა­მო­ვა ახლა, ვი­ღა­ცა და და­იტ­ლი­კი­ნებს, ამის არ რცხვე­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სა­ხელ­მწი­ფოს ბრა­ლია და სა­ხელ­მწი­ფოს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რა არის სა­ხელ­მწი­ფოს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა? შე­მო­ი­ტა­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა, გახ­სნა 300 პუნ­ქტი. არ არის სა­თა­ნა­დო კამ­პა­ნი­აო, მეტი რა კამ­პა­ნია უნდა იყოს? ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, პრე­სა, ინ­ტერ­ნე­ტი, “ფე­ის­ბუ­ქი“ ყვე­ლა გა­მუდ­მე­ბით ამა­ზე ლა­პა­რა­კობს. თქვენ რა გგო­ნია, გა­ი­ა­რეთ ბელ­გი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, რა კამ­პა­ნი­აა იქ? ჩვენ­ნა­ი­რი კამ­პა­ნი­აც არ არის. უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბაა უფრო შეგ­ნე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხის წევ­რი უყ­ვარს. ასე რომ, ვე­რა­ვი­თარ თა­ვის გა­მარ­თლე­ბად ვერ გა­მოდ­გე­ბა ის, რომ ვაქ­ცი­ნა არ გვაქვს. ვაქ­ცი­ნა გვაქვს თავ­ზე საყ­რე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

myquiz