"ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან იანვარში გვქონდა... განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ" - ირაკლი კობახიძე | Allnews.Ge

"ბოლო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან იანვარში გვქონდა... განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ" - ირაკლი კობახიძე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი განა არ პა­სუ­ხობს, არ ვუ­რე­კავთ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს იყო მისი სურ­ვი­ლი - არ გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, - ასე უპა­სუ­ხა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, აქვთ თუ არა კო­მუ­ნი­კა­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა ხელ­მე­ო­რედ და­ტო­ვა, თქვა, რომ ის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში არა­ვი­თა­რი ფორ­მით არ ჩა­ერ­თვე­ბო­და.

„იან­ვარ­ში, ამ ადა­მი­ან­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მას სურ­და სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა პო­ლი­ტი­კის­გან. რო­დე­საც წინა შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კი­დან პირ­ვე­ლად გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მან გა­ა­კე­თა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, მა­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით გუნდს და­ეხ­მა­რე­ბო­და. რო­დე­საც მე­ო­რედ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, მან თქვა, რომ არა­ვი­თა­რი ფორ­მით, მათ შო­რის, არც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ფორ­მით არ იქ­ნე­ბო­და ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხი არის უმარ­ტი­ვე­სი, ეს პა­სუ­ხი გა­გე­ცით გუ­შინ, გუ­შინ­წი­ნაც, იმის წი­ნაც. ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან გვქონ­და იან­ვარ­ში, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მან პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი იან­ვარ­ში და­ტო­ვა. განა არ პა­სუ­ხობს, არ ვუ­რე­კავთ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს იყო მისი სურ­ვი­ლი. არ გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

myquiz