Emmy 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია- ფოტოები წითელი ხალიჩიდან | Allnews.Ge

Emmy 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია- ფოტოები წითელი ხალიჩიდან

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში Emmy 2021-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­დე­საც შოუ ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და, წელს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვლავ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ.

სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტულ სე­რი­ა­ლად Netflix-ის "გვირ­გვი­ნი“ ("The Crown") და­სა­ხელ­და, სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­ურ სე­რი­ა­ლად Apple TV+ -ის "ტედ ლასო“ ("Ted Lasso"), წლის სა­უ­კე­თე­სო მინი-სე­რი­ა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში Netflix-ის "ლა­ზი­ე­რის გამ­ბიტ­მა“ გა­ი­მარ­ჯვა.

ania2-37167-1632124566.jpg

ანია ტე­ი­ლორ ჯოი Dior-ის კა­ბით

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქა­ლად დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში ოლი­ვია კოლ­მა­ნი და­სა­ხელ­და ფილ­მის­თვის "გვირ­გვი­ნი, დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ მა­მა­კა­ცად კი - ჯოშ ო'კო­ნო­რი იმა­ვე ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში ჯინ სმარ­ტმა გა­ი­მარ­ჯვა ფილ­მის­თვის "ხრი­კე­ბი”, კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ მა­მა­კა­ცად კი ჯე­ი­სონ სუ­დე­ი­კი­სი და­სა­ხელ­და ფილ­მის­თვის "ტედ ლასო“.

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მი­ნი­სე­რი­ა­ლი, ან ან­თო­ლო­გია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი" და­სა­ხელ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ანია ტე­ი­ლორ ჯოი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის კა­ბამ და ვი­ზუ­ალ­მა ტაბ­ლო­ი­დე­ბი­სა და მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ამას­თან, მის სტილს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. "დე­დოფ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე" - ასე შე­ა­ფა­სეს მისი გა­მო­ჩე­ნა მსა­ხი­ო­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა.

emi3-36522-1632124599.jpg

კერი ვა­შინგტო­ნი Etro and De Beers-ის სა­მო­სით

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა შოუს ღია ტი­პის ტენ­ტში ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 500-მდე იყო შე­ზღუ­დუ­ლი. ამას­თან, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუმ­რებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლოთ დას­წრე­ბა, თუ ისი­ნი წა­რად­გენ­დნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ კოვდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ.

emi4-36599-1632124649.jpg

ემ­ჯეი რო­დი­გე­ზი Versace-ს კა­ბით

myquiz