ვინ და რა ღირებულების აპარატურით გვისმენს და რას ამბობს უშიშროების ექსპერტი? | Allnews.Ge

ვინ და რა ღირებულების აპარატურით გვისმენს და რას ამბობს უშიშროების ექსპერტი?

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მო­რი­გი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ჩვენ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, მაგ­რამ ამ­ჯე­რა­დაც დიდი ეჭ­ვია, რომ ვერ მო­ხერ­ხდე­ბა მომ­ხდა­რის პი­რუთ­ვნე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და უმა­რავ დაგ­რო­ვილ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ 3000-ზე მეტ­მა დო­კუ­მენ­ტმა სუს-იდან გა­ჟო­ნა.

ოპო­ზი­ცია სა­უბ­რობს მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც ის­რე­ბი გა­ხა­რი­ას გუნ­დის­კენ გა­და­აქვს. ამა­სო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, აშშ-ს და სხვა ქვეყ­ნებს გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ სერ­ვე­რებ­ზე მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვის და გა­მო­თხო­ვის მიზ­ნით მი­მარ­თა. რო­გორ ხდე­ბა მი­ყუ­რა­დე­ბა - თვალ­თვა­ლი, რა აპა­რა­ტუ­რა იყე­ნე­ბენ ამის­თვის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი? - ამ თე­მა­ზე ambebi.ge -ს უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი, ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- ფა­ი­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­უბ­რე­ბის 80% ალ­ბათ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­დან არის მოს­მე­ნილ-ჩა­წე­რი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი (კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით) არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ოთახ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი სტა­ცი­ო­ნა­რი მო­სას­მე­ნე­ბი იყოს. პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის მოს­მე­ნაა. იმე­დია, არ ფიქ­რობთ, რომ "ვოთ­სა­პით" თქვენს სა­უბ­რებს ვერ უს­მე­ნენ... დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ხა­ზე­ბიც ის­მი­ნე­ბა, თუმ­ცა ეს უკვე სხვა თე­მაა.

besik-aladashvili-41093-1632123812.jpg

რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი პრაქ­ტი­კა. ყვე­ლა მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტორს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს (სტრუქ­ტუ­რუ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ) ჩარ­თოს მოს­მე­ნა­ზე... რა თქმა უნდა, პრო­კუ­რორ- მო­სა­მარ­თლის, ინ­სპექ­ტო­რის სან­ქცია უნდა იყოს. მაგ­რამ გა­მო­სარ­კვე­ვია, ფა­ი­ლე­ბი­დან (დიდი ოდე­ნო­ბაა) რა მო­ცუ­ლო­ბა იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი და რა - არა. გა­მო­ძი­ე­ბამ პირ­ველ რიგ­ში ეს უნდა და­ად­გი­ნოს. თუ არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბია, მა­შინ ხდე­ბა ის, რაც ადრე იყო, რო­დე­საც მოს­მე­ნა კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­კონ­ტრო­ლო პულ­ტი ე.წ. ოტო-ში (ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­სა­ხუ­რი) აქვთ. ეს იქ­ნე­ბო­და "ჯე­ო­სე­ლი", "მაგ­თი", ბუ­ნებ­რი­ვია, "ბი­ლა­ი­ნიც". ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა "ბი­ლა­ი­ნი­საა". ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი მტრუ­ლი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­აა და მა­საც ჩვენ სა­უბ­რებ­ზე საკ­მა­ოდ დიდი წვდო­მა აქვს, თვი­თო­ნაც რომ მო­ინ­დო­მოს, ამას უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლებს.

- ჩა­ნა­წე­რე­ბი სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას რამ­დე­ნად ტო­ვებს?

- მკი­თხა­ო­ბა არ მინ­და. მო­დით ასე ვთქვათ, სამ­წუ­ხა­როდ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ისე მკაც­რად ვერ აა­ნა­ლი­ზებს (სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბია) რამ­დე­ნად მო­დის და­სა­ბუ­თე­ბა და არ­გუ­მენ­ტე­ბი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან. აქ ყო­ველ­თვის სუს-ზე ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე. მაგ­რამ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნონს რომ შევ­ხე­დოთ, ათამ­დე სამ­სა­ხურს გა­აჩ­ნია ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა. აქ მო­სა­მარ­თლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, ხან­და­ხან პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზეც არის ბევ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz