ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე | Allnews.Ge

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

ისრაელში შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელმაც ვირუსით დაავადებული პაციენტები რამდენიმე დღეში განკურნა. ებრაელი მედიკოსები ამბობენ, რომ პრეპარატმა სახელად EXO-CD24, შესაძლოა გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში.

როგორც "ტელეგრაფი" წერს, ინოვაციური წამალი თელ-ავივის Ichilov-ის სამედიცინო ცენტრში შექმნეს და პრეპარატზე მიმდინარე კვლევის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. გამოცემის ცნობით, წამალი დაეხმარება Covid-19-ით დაავადებულ საშუალო სიმძიმის პაციენტებს, უზრუნველყოფს, რომ მდგომარეობა არ გართულდეს და პაციენტი რამდენიმე დღეში გამოაჯანმრთელოს, ასევე ის გამოიყენება იმ პაციენტებშიც, რომელთა მდგომარეობა შეფასებულია როგორც რთული.

ებრაელი პროფესორი ნადირ არბერი ყოველივეს "უდიდეს მიღწევას“ უწოდებს. მისივე განმარტებით, პრეპარატით კვლევის პირველ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდა 30 პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც იყო საშუალო სიმძიმის, ან რთული, 30-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 29-ის გამოჯანმრთელებას დასჭირდა 3-დან 5 დღემდე პერიოდი. კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას დამატებით რამდენიმე დღე დასჭირდა, თუმცა ისიც გამოჯანმრთელდა.

მედიკოსების თქმით, წამალი ებრძვის ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსს და აუმჯობესებს პაციენტის იმუნიტეტს. ის ადამიანს კოვიდ-19-ით გამოწვეულ "ციტოკინურ ქარიშხალს“ არიდებს, რაც ხშირად ხდება ხოლმე ლეტალური შემთხვევების მიზეზი. ის მოქმედებს იმგვარად, რომ ვირუსმა ფილტვები ვეღარ დააზიანოს წამალი გადადის ახლა კვლევის შემდგომ ეტაპზე, თუმცა მისი შემქმნელები უკვე დარწმუნებულნი არიან პრეპარატის ეფექტიანობაში და ამბობენ, რომ შესაძლოა, მან კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი გარდატეხა შეიტანოს.

myquiz