როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოში | Allnews.Ge

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს საქართველოში

ახალი წელს ადამიანებს თოვლი განსაკუთრებულ განწყობას უქმნის. თუმცა, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, 31 დეკემბრის ღამესა და პირველ იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი საქართველოში.

"ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 31 დეკემბრის ღამეს დასავლეთ საქართველოში +2 - +7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 - +5 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა. პირველ იანვარსაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში +7 - +12, ხოლო თბილისში +10 - +12 გრადუსია ნავარაუდევი." - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

myquiz