რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს | Allnews.Ge

რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

ექიმი და ბლოგერი, ზაზა თელია საინტერესო ცხრილს აქვეყნებს მათთვის, ვისთვისაც საკვების გაყინვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. რომელი პროდუქტი რამდენი ხნით იყინება - სწორედ ეს მონაცემებია დაზუსტებული ამ პოსტში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი - 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;

4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვე; დაჭრილი ყველი - 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;

6. ავოკადო - 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები - 6 თვე;

8. პური - გამომცხვარი - 1 თვე; არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;

9. რძე - 3 თვე;

10. კანფეტი - 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე. ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე"

myquiz