მოსწავლებისთვის, რომლებსაც სკოლაში ჩაგრავენ, დახმარების ახალი საშუალება გამოჩნდა | Allnews.Ge

მოსწავლებისთვის, რომლებსაც სკოლაში ჩაგრავენ, დახმარების ახალი საშუალება გამოჩნდა

საჯარო თუ კერძო სკოლებში ბულინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ონლაინ პლატფორმა Zerobully სკოლებს პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო მოდელს სთავაზობს და იძლევა შესაძლებლობას, ჩაგვრაზე სწრაფად მოხდეს რეაგირება. უფრო ზუსტად, როგორ მუშაობს პლატფორმა და რა როლი აქვს მას ბულინგის პრევენციაში, Zerobully-ს დირექტორი და თანადამფუძნებელი, გიორგი გოგნაძე გვიყვება:

-ზერობული არის პლატფორმა, რომელიც შუამავალი რგოლისა ინფორმაციის გამტარის ფუნქციას ასრულებს. ის პასუხისმგებელია სწრაფად და ანონიმურად გადასცეს მოსწავლეებისგან მოწოდებული ინფორმაცია შესაბამის პირებს/სამსახურს. ჩვენმა გუნდმა იდეაზე მუშაობა UG startup strategy-ის პროგრამა ინოვაციური ზაფხულის მიმდინარეობისას დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ბულინგის გახშირებულ შემთხვევებს გულგრილი არ დავუტოვებივართ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი განათლებითა და გამოცდილებით, ჩვენ ხელთ არსებული რესუსრსებით დაგვეწყო ბრძოლა ამ უმძიმესი პრობლემის წინააღმდეგ.

-რას გულისხმობს თქვენი სტარტაპი და რა როლი აქვს მას ბულინგის პრევენციაში?

-ჩვენი პლატფორმა ჩაგრული მოსწავლის ხელში ერთგვარი იარაღია იმ პრობლემასთან ბრძოლაში, რომელთან დამოუკიდებლად გამკლავება, როგორც წესი, მას წარმოუდგენლად მიაჩნია ხოლმე. ზერობულის საშუალებით მოსწავლეები აფიქსირებენ ანონიმურ შეტყობინებებს ბულინგის შემთხვევებთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მანდატურისა თუ სკოლის ადმინისტრაციის მყისიერი უკუკავშირი მოჰყვება.

ჩვენი სტარტაპის მთავარი მიზანი სწორედ ბულინგის პრევენციაა, მნიშვნელოვანია, რომ ზერობული ჩაგვრის შემთხვევების სტატისტიკის შედგენითაც არის დაკავებული. ამ გზით გაცილებით

ნათლად დავინახავთ აღნიშნული პრობლემის ფარგლებს, მის სიმწვავეს და შესაბამისად, დავხეწავთ ბრძოლის სტრატეგიასაც. აღსანიშნავია, რომ დეტალური სტატისტიკა ამ კუთხით საქართველოში დღემდე არ არსებობს.

-როგორ მუშაობს და ასევე, ანონიმურობა რამდენადაა დაცული?

-იმისათვის, რომ მოსწავლემ ჩვენი საიტით ისარგებლოს, პირველ რიგში, საჭიროა სკოლა ჩართული იყოს ჩვენს სისტემაში. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე გადის მარტივ ავტორიზაციას, აგზავნის შეტყობინებას ჩაგვრის შემთხვევის შესახებ, რომლის ანონიმურობა აბსოლუტურად დაცულია, მასში არ ჩანს მოსწავლის მაიდენტიფიცირებელი არანაირი მონაცემი.

-რა უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა, რომლებიც თქვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ, რა არის საჭირო, რომ სკოლებში თქვენი პროგრამა განხორციელდეს?

-ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ ეტაპზე სკოლების მხრიდან პლატფორმით სარგებლობის სურვილიც საკმარისია, ვინაიდან პირველ 15 სკოლას 1 სემესტრით უფასო მომსახურებას ვთავაზობთ. სერვისის მისაღებად საჭიროა, სკოლის წარმომადგენელმა გამოგვიგზავნოს საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://zerobully.ge/contact/send, ან მოგვწეროს მეილზე: info@zerobully.ge (სათაურში ჩაწერეთ: ზერობული ზრუნავს)

-პროგრამა ფასიანია?

-დიახ, პროგრამა ფასიანია, ზემოთხსენებული აქციის დასრულებისთანავე, სკოლებისთვის გვექნება სტანდარტული შეთავაზების პაკეტი, რომლის პირობებსაც მათ ინდივიდუალურად გავაცნობთ.

-ყველა სკოლას მოიცავს, თუ წინასწარაა განსაზღვრული, სად დაინერგება?

-ცხადია, ჩვენ არ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალი იმ სკოლებისა, რომლებთან თანამშრომლობასაც ვაპირებთ. ნებისმიერი სკოლა, რომელიც პლატფორმით სარგებლობას მოისურვებს, ჩვენი პოტენციური მომხმარებელია.

-მშობელი რა ფორმით იღებს მონაწილეობას პროცესში, როგორია მისი როლი?

-ამ ეტაპზე, მშობელს შეუძლია საიტის მეშვეობით მოითხოვოს შვილ(ებ)ის სკოლაში ჩვენი პლატფორმის დანერგვა, სხვა მხრივ მისი როლი, ცხადია, ბავშვის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. უშუალოდ პლატფორმასთან მიმართებაში ვმუშაობთ მშობლის როლის გაზრდაზე. ვფიქრობთ ეს საკითხი მომავალში სკოლებთანაც განვიხილოთ.

myquiz