დღეიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა | Allnews.Ge

დღეიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

"პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა გახარიამ 27 მაისის სხდომაზე.

მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე.

ცნობისთვის , საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, დღეიდან არ განახლდება. ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.

myquiz