თოვლი, წვიმა და დაბალი ტემპერატურა - როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 1-ლი ნოემბრიდან? | Allnews.Ge

თოვლი, წვიმა და დაბალი ტემპერატურა - როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 1-ლი ნოემბრიდან?

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ზოგან ძლიერი წვიმა და ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz