ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 28 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 28 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 10 აპრილამდე ძირითადად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 10 აპრილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23+28, სანაპირო რაიონებში +17 +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

„11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

myquiz