არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება | Allnews.Ge

არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება

არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი სამუდამო პატიმრობით დაისჯება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა.

„პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლებაც აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული. ეს ადრე ასე არ იყო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

myquiz