როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეიდან საქართველოში? | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეიდან საქართველოში?

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 20 თებერვალს, ღამის და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.

20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი იყოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.

21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება.

myquiz