საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

myquiz