საქართველოში დღეს ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოში დღეს ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

30 დეკემბერს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -1, +4° იქნება, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -6, -1° იქნება, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.

30 დეკემბერს, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3°, დღისით +6° იქნება.

ამასთან, კობი-გუდაურში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -20, -15°, დღისით -6, -1° იქნება.

myquiz